არდებილი

(გადამისამართდა გვერდიდან არდაბილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არდებილი (მრავალმნიშვნელოვანი).

არდებილი (სპარს. اردبیل; აზერ. Ərdəbil اردبیل) — ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ ირანში. სახელი არდებილი მომდინარეობს ზოროასტრული სიტყვა „ართავილიდან“, რაც წმინდა ადგილ ნიშნავს.[1] არდებილი წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს და უდიდეს ქალაქს. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 421 248 კაცი, ეთნიკური თვალსაზრისით მოსახლეობის უმრავლესობაში არიან აზერბაიჯანელები. ეს დასახლება ცნობილია თავისი ხალიჩების წარმოებით. არდებილში მდებარეობს მრავალი ისტორიული შენობა. აქ არსებული შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.

ქალაქი
არდებილი
اردبیل

შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
მუნიციპალიტეტი არდებილი
კოორდინატები 38°14′58″ ჩ. გ. 48°18′05″ ა. გ. / 38.24944° ჩ. გ. 48.30139° ა. გ. / 38.24944; 48.30139
ფართობი 17,881 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1351
მოსახლეობა 421 248 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+3:30
სატელეფონო კოდი 0451
საფოსტო ინდექსი +98 451
არდებილი — ირანი
არდებილი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1345
ინგლ.რუს.ფრ.

არდებილი პირველად მოხსენიებულია სასანიდურ წყაროებში. შუა საუკუნეებში არდებილში საკმაოდ განვითარებული იყო ვაჭრობა. 1220 წელს ქალაქი აიღეს და დაანგრიეს მონღოლებმა, თუმცა ის მოგვიანებით აღდგა.

მდებარეობა

რედაქტირება

არდებილი მდებარეობს კასპიის ზღვიდან დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით. ამ დასახლებიდან 210 კილომეტრში არის ქალაქი თავრიზი. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1351 მეტრ სიმაღლეზე, დასახლების ფართობი შეადგენს 18,011 კმ²-ს.

დასახლების აღმოსავლეთით მდებარეობს მთა სავალანი (4,811 მ).

არდებილის მნიშვნელოვანი შენობები

რედაქტირება
  • ისტორიულ-არქიტექტორული კომპლექსი (XVI—XVII სს.) შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი - შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
  • მირზა ალი ალეკბერას მეჩეთი
  • იმამზანდა სალეჰას მუზეუმი
  • არდებილის მუზეუმი
  • ძველი ხიდები რომლებიც ძირითადად სეფიანების მმართველობის პერიოდში აიგო.
  • წმინდა მარიამის სომხური ეკლესია