ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არგიოპა (ლათ. Argiope bruennichi) მიეკუთვნება სფეროსებრი-ქსელის მრთველ ობობებს და გავრცელებულია ცენტრალურ და ჩრდილო ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში და მიმდებარე აზიის ნაწილებში. როგორც გვარი Argiope-ის სხვა წარმომადგენლებს, არგიოპას მუცელიც მკვეთრი შეფერილობისაა - ყვითელი და შავი გარდამავალი ზოლების მონაცვლეობით.

არგიოპა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ობობები
ოჯახი:  Araneidae
გვარი:  Argiope
სახეობა:  არგიოპა
ლათინური სახელი
Argiope bruennichi
სკოპოლი, 1772
სინონიმები

Aranea brünnichii
Aranea speciosa
Aranea senoculata (misident.)
Aranea fasciata
Aranea zebra
Aranea formosa
Aranea pulchra
Aranea caspia
Aranea phragmitis
Segestria pulchra
Miranda transalpina
Epeira speciosa
Nephila transalpina
Epeira fasciata
Nephila fasciata
Miranda zabonica
Argiope brünnichi
Argiope bruennichii

ქსელს ჭიმავენ ბალახებს შორის, მიწის დონიდან ახლოს. ქსელის გაბმას ობობა მიახლოებით ერთ საათს უნდება. სფეროს-ფორმის ქსელს ზოგჯერ დაგონალზე (ძირითადად ცენტრთან)კვეთს არგიოპასათვის დამახასიათებელი თეთრი ზიგზაგი. მისი ფუნქცია გაუგებარია, შესაძლოა მწერების მოსაზიდად გამოიყენება. როდესაც ნადავლი ქსელში ეხლართება, არგიოპა სწრაფი მოძრაობით ახვევს მას აბრეშუმში და მის სხეულში შეჰყავს დამადამბლავებელი შხამი. ამ სახეობის მამრი მდედრზე გაცილებით მომცრო ზომისაა, მისი დანახვა ხშირად შესაძლებელია მდედრის ქსელთან ახლოს. ამ დროს მამრი უცდის როდის გამოიცვლის მდედრი კანს და მზად იქნება განაყოფიერებისათვის. ვინაიდან კანის გამოცვლის სემდგომ მდედრის ქელიცერები გარკვეული დროის მანძილზე რბილია და მამარს დიდი შანსი აქვს სექსუალური კავშირის დამყარების შემდგომ ცოცხალი გადარჩეს. 2006 წელს ობობის ეს სახეობა გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, თუმცაღა ნახსენები ობობას ზოლები, არგიოპას ყვითელ ზოლებთან შედარებით უფრო ღია - კრემისფერი იყო.

ცნობილია ერთი ქვესახეობა:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგიოპა“-დან