არგენტინა-საქართველოს ურთიერთობები
არგენტინა-საქართველოს ურთიერთობები – წარმოადგენს ურთიერთობებს არგენტინასა და საქართველოს შორის. არგენტინასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 2 ნოემბერს. არგენტინა-საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია კულტურა, ეკონომიკური განვითარება, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა.
არგენტინა |
საქართველო |
2019 წლის მაისში არგენტინაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით არგენტინის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში — პალერმოში გაიხსნა თბილისის სკვერი.[1] იმავე წელს კი — თბილისში, დიდუბეში გაიხსნა ბუენოს-აირესის სკვერი, რომლის გახსნას დაესწრო თბილისში ვიზიტად მყოფი არგენტინის იუსტიციის მინისტრი.[2]
2019 წელს არგენტინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.[3]
არგენტინის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში
რედაქტირება- ხუან კარლოს სანჩეს არნაო (2000-2006 წლებში რეზიდენციით მოსკოვში);
- ხორხე ალეხანდრო მასტროპიეტრო (2019-2020 წლებში, რეზიდენციით ანკარა, თურქეთი).[4]
- პატრისია სალასი (2022, წლიდან, რეზიდენციით ანკარა, თურქეთი)
2009 წლის მარტიდან არგენტინის საელჩო თურქეთში ფარავს საქართველოს.
საქართველოს ელჩები არგენტინის რესპუბლიკაში
რედაქტირება- ალექსანდრე ლაცაბიძე (2012 წელს)
- გელა სეხნიაშვილი (2012–2017 წლებში)
- ირაკლი ყურაშვილი (2018–2022 წლებში)
- გვარამ ხანდამიშვილი (2023 წლიდან)
საქართველოს საელჩო არგენტინაში 2012 წლის იანვარში გაიხსნა, ხოლო 10 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არგენტინაში ალექსანდრე ლაცაბიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის პრეზიდენტს კრისტინა ფერნანდესს.
2018 წლის მარტში საქართველოს ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის პრეზიდენტს მაურისიო მაკრის.[5]
2023 წლის აგვისტოში საქართველოს ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა არგენტინის პრეზიდენტს ალბერტო ფერნანდესს.
ეკონომიკური თანამშრომლობა
რედაქტირებაარგენტინასა და საქართველოს შორის 2009 წელს ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 2,1 ათასი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა 3.621,5 ათასი აშშ დოლარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. 1tv.ge (2019-05-28). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.
- ↑ თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკვერს ბუენოს-აირესის სახელი დაერქმევა. „იმედი“. imedinews.ge (2018-07-17). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ურუგვაისა და არგენტინას ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. mfa.gov.ge (2019-03-28). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ Decreto 522/2019 PODER EJECUTIVO NACIONAL (P.E.N.) (ესპანური). Información Legislativa y Documental | Ministerio de Justicia y Derechos Humanos de la Nación. servicios.infoleg.gob.ar (2019-07-29). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ინფორმაცია არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ყურაშვილის მიერ არგენტინის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის თაობაზე. საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში. argentina.mfa.gov.ge (2018-03-12). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.