არგაზის წყალსაცავი

არგაზის წყალსაცავი (რუს. Аргазинское водохранилище) — წყალსაცავი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. შეიქმნა 1946 წელს, მდინარე მიასზე (ტობოლის აუზი). წყალსაცავის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე ტბა არგაზი. ფართობი 102 კმ², მოცულობა 0,65 კმ³, სიგრძე 11 კმ, საშუალო სიღრმე 6,5 მეტრი. წყლის დონე მერყეობს 6 მეტრის ფარგლებში. წყალსაცავი ახორციელებს ჩამონადენის მრავალწლოვან რეგულირებას. გამოიყენება წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მიზნებით. განვითარებულია თევზჭერა (ქორჭილა, იდი, წერი, სიგი).[1]

არგაზის წყალსაცავი
რუს. Аргазинское водохранилище
კოორდინატები: 55°24′ ჩ. გ. 60°24′ ა. გ. / 55.400° ჩ. გ. 60.400° ა. გ. / 55.400; 60.400
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩელიაბინსკის ოლქი
სიგრძე 11 კმ
ფართობი 102 კმ²
მოცულობა 0,65 კმ³
საშუალო სიღრმე 6,5
მდინარე მიასი
შევსების წელი 1946
არგაზის წყალსაცავი — რუსეთი
არგაზის წყალსაცავი
  1. Аргазинское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.