არადეთის პირველი ნასოფლარი
ნასოფლარი
არადეთის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრის მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე. ძეგლის ფართობი 500 კვადრატული მეტრია. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნამოსახლარზე შესამჩნევია ეკლესიისა და სხვა ნაგებობების ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 356.