არადეთის მეორე ნასოფლარი
ნასოფლარი
არადეთის მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთის სამხრეთით, მდინარე აღმოსავლეთ ფრონის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნამოსახლარზე ნაპოვნია წითლად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვერევები და რიყის და ნატეხი ქვით ნაგები შენობათა საძირკველის ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 356.