გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა)

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية العربية المتحدة) — სუვერენული გაერთიანება ეგვიპტესა და სირიას შორის. შეიქმნა 1958 წელს და არსებობდა 1961 წლამდე, როდესაც სირიამ კავშირი დატოვა. თუმცა, 1971 წლამდე ეგვიპტემ არსებობა „გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის“ სახელით განაგრძო. პრეზიდენტი იყო გამალ აბდელ ნასერი. არსებობის განმავლობაში (1958–1961), ჩრდილოეთ იემენთან ერთად გაერთიანებული არაბული სახელმწიფოს კონფედერაციის წევრი იყო.

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა
არაბ. الجمهورية العربية المتحدة


 

 

1958 — 1971
 

დროშა გერბი
დედაქალაქი კაირო
ენა არაბული
რელიგია სეკულარული (1958–1962)
ისლამი (1962–1971)[1]
ფართობი 1 166 049 კმ²
მოსახლეობა 32 203 000
მმართველობის ფორმა უნიტარული სოციალისტური რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1958–1970 გამალ აბდელ ნასერი
პრეზიდენტი
 - 1970–1971 ანვარ სადათი

კავშირმა 1952 წლის ეგვიპტის რევოლუციის დროინდელი დროშა შემოიღო, რომელსაც ორი წევრის აღსანიშნავად ორი ვარსკვლავი დაამატა. ეს სიმბოლო ამჟამად სირიის დროშას წარმოადგენს. 1963 წელს მსგავის დროშა მიიღო ერაყმაც, მაგრამ სამი ვარსკვლავით, რაც განასახიერებდა იმის იმედს, რომ კავშირში მასაც მიიღებდნენ. თანამედროვე ეგვიპტის, სუდანისა და იემენის დროშები ასევე ამ დროშას ეფუძნება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Baer, Gabriel [First published 1964] (2003) Population and Society in the Arab East, Reprinted, Volume 11 of The International Library of Sociology: The Sociology of Development, Routledge, გვ. 75. ISBN 978-0-415-17578-4. „According to the temporary constitution of the U.A.R. of March 1958, the provisions concerning a state religion or the president's religion were repealed, to be reintroduced into the National Charter of the U.A.R. (Egypt) in May 1962.“