აპოცენტრი და პერიცენტრი

(გადამისამართდა გვერდიდან აპჰელიონი)

პერიცენტრი და აპოცენტრი (ბერძნ. περί პერი — გარშემო, ახლოს, გვერდით; ბერძნ. από აპო — „-დან“, „-გან“ (რთული სიტყვის ნაწილი, გამოხატავს უარყოფას და რაღაცის ნაკლებობას), ლათ. centrum — ცენტრი) — ციური სხეულის ორბიტის უახლოესი და უშორესი წერტილები ცენტრალური სხეულიდან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ.

1 დედამიწა
2 თანამგზავრის ორბიტა
3 დედამიწის თანამგზავრი
4 დედამიწის ეკვატორული ხაზი
5 დედამიწის ბრუნვის ღერძი
6 პერიგეა
7 აპოგეა
8 აფსიდათა ხაზი

მზის სისტემის პლანეტების ორბიტაზე პერიცენტრსა და აპოცენტრს უწოდებენ შესაბამისად პერიჰელიუმსა და აფელიუმს (პერიჰელიუმი და აფელიუმი; ბერძნ. ‘ήλιος ჰელიოს — მზე). ასევე ფართოდ გამოიყენება ტერმინები პერიგეა და აპოგეა (აგრეთვე პერიგეუმი და აპოგეუმი; ბერძნ. περίγειος — „დედამიწის გვერდით“; ბერძნ. απόγεια — „დედამიწიდან“), რომელთაც დედამიწის ორბიტაზე მთვარესა და ხელოვნურ თანამგზავრის უახლოესა და უშორეს წერტილებს უწოდებენ.

ორბიტაზე პერიაფსიდებსა და აპოაფსიდებს [1] ახასიათებთ შემდეგი ფორმულები:

  • პერიაფსიდები: მაქსიმალური სიჩქარე   მინიმალურ (პერიაფსიდები) მანძილზე  
  • აპოაფსიდები: მინიმალური სიჩქარე   მაქსიმალურ (აპოაფსიდები) მანძილზე  

მაშინ როცა, კეპლერის პლანეტათა მოძრაობის კანონისა და ენერგიის მუდმივობის თანახმად, შემდეგი მონაცემები მოცემულ ორბიტაზე არის მუდმივი:

სადაც,

ტერმინოლოგია

რედაქტირება

ჩვეულებრივ გამოიყენება ტერმინები აპოცენტრი და პერიცენტრი, თუმცა ტექნიკური ხმარებისთვის ამჯობინებენ ტერმინებს: აპოაფსიდები და პერიაფსიდები.

სხეული უახლოესი წერტილი უშორესი წერტილი
გალაქტიკა პერიგალაქტიკონი აპოგალაქტიკონი
ვარსკვლავი პერიასტრი აპოასტრი
შავი ხვრელი პერიმელასმა/პერიბოთრა/პერინიგრიკონი აპომელასმა/აპობოთრა/აპონიგრიკონი
მზე პერიჰელიუმი აფელიუმი
მერკური პერიჰერმიონი აპოჰერმიონი
ვენერა პერიცითერიონი/პერიცითერეანი/პერიკრიტიონი აპოცითერიონი/აპოცითერეანი/აპოკრიტიონი
დედამიწა პერიგეა/პერიგეუმი აპოგეა/აპოგეუმი
მთვარე პერისელენიუმი/პერიცინთიონი/პერილუნე აპოსელენიუმი/აპოცინთიონი/აპოლუნე
მარსი პერიარეიონი აპოარეიონი
იუპიტერი პერიზენე/პერიიოვი აპოზენე/აპოიოვი
სატურნი პერიკრონე/პერისატურნიუმი აპოკრონე/აპოსატურნიუმი
ურანი პერიურანიონი აპოურანიონი
ნეპტუნი პერიპოსეიდიონი აპოპოსეიდიონი
პლუტონი პერიჰადიონი აპოჰადიონი

დედამიწის პერიჰელიუმი და აფელიუმი

რედაქტირება
 
პერიჰელიუმის მაგალითი
 
აფელიუმის მაგალითი

დედამიწა მზეს ყველაზე მეტად იანვრის დასაწყისში უახლოვდება, ივლისის დასაწყისში — შორდება. პერიჰელიუმს, აფელიუმსა და დედამიწის სეზონებს შორის კავშირი იცვლება
21 000 წლიან ციკლში. ეს ანომალიური პროცესი იწვევს კლიმატის პერიოდულ ცვლილებას (იხ. მილანკოვიჩის ციკლები).

ამ მოვლენის სამომავლო თარიღი და საათი მოცემულია შემდეგ გრაფაში:

წელი პერიჰელიუმი აფელიუმი
2007 3 იანვარი 20Z 7 ივლისი 00Z
2008 3 იანვარი 00Z 4 ივლისი 08Z
2009 4 იანვარი 15Z 4 ივლისი 02Z
2010 3 იანვარი 00Z 6 ივლისი 11Z
2011 3 იანვარი 19Z 4 ივლისი 15Z
2012 5 იანვარი 00Z 5 ივლისი 03Z
2013 2 იანვარი 05Z 5 ივლისი 15Z
2014 4 იანვარი 12Z 4 ივლისი 00Z
2015 4 იანვარი 07Z 6 ივლისი 19Z
2016 2 იანვარი 23Z 4 ივლისი 16Z
  1. ასტრომექანიკაში ორბიტაზე ცენტრიდან უმოკლესი და უდიდესი მანძილებისთვის გამოიყენება ტერმინები: პერიაფსიდები და აპოაფსიდები