კინოთეატრი „აპოლო“ (დავით აღმაშენებლის N135) — თბილისში კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობა. გაიხსნა 1909 წელს და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშია.

აპოლო
წინა სახელები ოქტომბერი
შენობის ტიპი კინოთეატრი
არქიტექტურული სტილი არტ-ნუვო
მდებარეობა თბილისი
ქვეყანა საქართველო
მფლობელი თბილისის მერია
დასრულდა 1909
სართულთა რაოდენობა 33

ისტორიარედაქტირება

„აპოლო“ აშენდა 1909 წელს, როგორც კინოთეატრი. საბჭოთა პერიოდში მას „ოქტომბერი“ ეწოდებოდა. 1987 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. 1990 წლიდან მას დაუბრუნდა სახელი „აპოლო“. 2010 წელს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით „აპოლოს“ რეკონსტრუქციის პროექტი გამოქვეყნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობა მოყვა.[1] ამჟამად კინოთეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია.

არქიტექტურარედაქტირება

შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. კარგარეთელის ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.

ლიტერატურარედაქტირება

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

სქოლიორედაქტირება