აპლიტი (ბერძ. haploos — მარტივი) — მაგმური, ღიად შეფერილი, ძარღვოვანი ქანი, წვრილმარცვლოვანი გრანიტი. ძალიან ღარიბია ქარსითა და სხვა ფერადი კომპონენტებით. მეტწილად დაკავშირებულია გრანიტებთან და აგებულია კვარცით, ტუტე მინდვრის შპატებითა და იშვიათად მჟავა პლაგიოკლაზებით. აპლიტის აქცესორული მინერალებია: გრანატი, ცირკონი, ტურმალინი, აპატიტი, ორთიტი და სხვა. აპლიტის სტრუქტურა წვრილმარცვლოვანია, მინერალურ მარცვლებს არა აქვთ სწორი მოხაზულობა. აპლიტი — მაგმის დიფერენციაციის პროდუქტია. იყენებენ კერამიკულ წარმოებაში.

აპლიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
შედგენილობა გრანატი
ცირკონი
ტურმალინი
აპატიტი
ორთიტი
გამოიყენება წარმოებაში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: