ზურაბ ანჯაფარიძე

ქართველი მომღერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ანჯაფარიძე, ზურაბ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჯაფარიძე.

ზურაბ ივანეს ძე ანჯაფარიძე (დ. 12 აპრილი, 1928, ქუთაისი — გ. 12 აპრილი, 1997)[1]ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1966), ზ. ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი (1971).

ზურაბ ანჯაფარიძე

ზურაბ ანჯაფარიძეს ძეგლი თბილისში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ზურაბ ანჯაფარიძე
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1928
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1997 (69 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა დრამატული ტენორი
ზურაბ ანჯაფარიძე ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

1952 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი). 1952–1959 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959–1970 წლებში — სსრკ დიდი თეატრის სოლისტია. 1970-იდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უბრუნდება. სასიამოვნო ტემბრის ხმა, უშუალობა, არტისტიზმი, ეროვნული ინტონაციის უტყუარი გრძნობა ანჯაფარიძეს ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელთა რიგებში აყენებს. პარტიები: აბესალომი, მალხაზი, რატი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), მინდია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), ბაში-აჩუკი (კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), პუშკინი და ერისთავი (თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“), არსენა (ბუკიას „არსენა“), გერმანი, ვოდემონი (ჩაიკოვსკის „პიკი ქალი“, „იოლანტა“), ოტრეპიევი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი (ვერდის „აიდა“, “დონ-კარლოსი“, „რიგოლეტო“), კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“), ფაუსტი (გუნოს „ფაუსტი“) და სხვა. ანჯაფარიძეს უმღერია სსრკავშირის მრავალი საოპერო თეატრის სცენაზე და საზღვარგარეთის ქვეყნებშიც (რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა). გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში „პიკის ქალი“ და „იოლანტა“.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება