ანტრო-დელ-კორკია
ანტრო-დელ-კორკია (იტალ. Antro del Corchia) — კარსტული მღვიმე იტალიაში, აპუანის ალპების დასავლეთ კალთებზე, მთა კორკიას ფერდობზე. მღვიმის საერთო სიგრძეა 64 კმ, სიღრმე 1210 მ. მნახველებისთვის განკუთვნილი ხელოვნური შესასვლელი მდებარეობს ლევილიანის რაიონში, 860 მ სიმაღლეზე. აქვს 20 შესასვლელი.[1] ჰაერის მუდმივი ტემპერატურა 7,6 °С, ტენიანობა 90 %.[2] გამომუშავებულია მარმარილოს ზონის სინკლინური დადაბლების შიგნით არსებულ ნაპრალოვან კირქვებსა და მეზოზოური ასაკის თაბაშირ-დოლომიტიან ქანებში. მრავლადაა მღვიმური ფორმები, მათ შორის: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კარსტული ჭები, კანიონები, წყლის ნაკადები და მომცრო ტბები.[3] ანტრო-დელ-კორკია აღმოაჩინა ნატურალისტმა ემილიო სიმმა 1840 წელს,[4] რომელმაც 1847 წელს აღწერა მღვიმის დაახლოებით 200 მ-იანი მონაკვეთი. 2001 წელს გაიხსნა მღვიმის ტურისტული ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია.[4] მღვიმის ასაკი დაახლოებით 2 მლნ. წლითაა შეფასებული.[5]
ანტრო-დელ-კორკია | |
---|---|
ანტრო-დელ-კორკია | |
კოორდინატები: 44°01′32″ ჩ. გ. 10°17′59″ ა. გ. / 44.02556° ჩ. გ. 10.299889° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია |
ტერიტორიული ერთეული | ტოსკანა |
აბსოლუტური სიმაღლე | 1150 მ |
სიგრძე | 64 მ |
სიღრმე | 1210 მ |
აღმოჩენის წელი | 1840 |
კეთილმოწყობილი იქნა | 2001 წელს |
შესასვლელთა რაოდენობა | 20 |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ჰავა | მუდმივი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Charakteristische Daten der Antro del Corchia-Höhle auf www.speleotoscana.it[მკვდარი ბმული]
- ↑ Complesso carsico dell'Antro del Corchia
- ↑ Большая советская энциклопедия // Антро-дель-Коркия
- ↑ 4.0 4.1 Antro della Corchia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-02. ციტირების თარიღი: 2020-02-02.
- ↑ The Corchia Cave (Alpi Apuane): a 2 Ma long temporal window on the Earth climate