სინკლინი
სინკლინი (ძვ. ბერძნ. συγκλίνω — დაბლა ვიხრები) — ქანების ნაოჭი, რომელიც ზევიდან ქვევით არის გამობურცული, ხოლო ფრთები ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებითაა დაქანებული. სინკლინის გულში უფრო ახალგაზრდა ქანებია, ვიდრე ფრთებში. სინკლინის შებრუნებული ნაოჭია ანტიკლინი. განასხვავებენ სიმეტრიულ, ასიმეტრიულ და სხვა სახის სინკლინებს. ოვალური ფორმის სინკლინები ზოგჯერ მულდის სახელწოდებითაა ცნობილი, რომელიც წარმოიქმნება შედარებით მშვიდი ტექტონიკური მოძრაობის გავლენით. მასში ზოგჯერ ტბებია ჩამდგარი (მაგალითად ბარეთის ტბა საქართველოში). სინკლინი ფართოდ არის გავრცელებული ნაოჭა მთათა სისტემებში. კარგად გამოხატული და მაღლა განლაგებული სინკლინი გვხვდება ევროპაში, კერძოდ ალპების მთისწინეთში (სამხრეთ-აღმოსავლეთი საფრანგეთი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სინკლინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- სინკლინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)