ანტონ სიჭინავა
ანტონ სიჭინავა (დ. 14 ნოემბერი, 1899, სენაკი — გ. 13 მარტი, 1963, თბილისი) — ქართველი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1950), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1947-1949 წლებში იყო თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე. 1949 წლიდან ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილების გამგე, 1960 წლიდან ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილების გამგე, 1960 წლიდან განაგებდა პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოზრდილ ბავშვთა პათოლოგიის და თერაპიის განყოფილებას. 1952 წლიდან საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი იყო. შეისწავლიდა ბავშვთა დაავადებების, ტუბერკულოზის, ეპიდემიური ცერებრო-სპინალური მენინგიტის საკითხებს, მცირე ასაკის ბავშვთა აპენდიციტის კლინიკასა და ეტიოლოგიას, საქართველოს ზოგიერთი კურორტის (მანგლისი, წყნეთი, ბაკურიანი, ლესელიძე) კლიმატური ფაქტორების გავლენას ბავშვთა ორგანიზმზე და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 414.