ანტონ კელენჯერიძე
ანტონ კელენჯერიძე (დ. 26 იანვარი, 1904/1905[1], სოფ. ვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 20 მარტი, 1997) — ქართველი ჟურნალისტი.
1922 წელს დაამთავრა თბილისის II გიმნაზია, ხოლო 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1949 წელს — მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1923–1942 წლებში მუშაობდა გაზეთ „კომუნისტში“ რეპორტიორად, პ/მგ მდივნად. 1942–1949 წლებში — გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქტორად. იყო „მთავლიტის“ უფროსი (1950). 1951–1956 წლებში საქართველოს სსრ რადიოკომიტეტის თავმჯდომარე. 1956–1961 წლებში საქტელერადიოკომიტეტის პირველი თავმჯდომარე. 1961–1983 წლებში თბილისში ვ. ი. ლენინის მუზეუმის დირექტორი. 1996 წლამდე ტელევიზიის საფონდო განყოფილების გამგე. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
რედაქტირება- 1976 — საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტი
- 1996 — ღირსების ორდენი (ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის)