ანტონი ლოპეში
ანტონი ლოპეში (ˈɐ̃ntõni ˈlɔpɨʃ; დ. 1 ოქტომბერი, 1990) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, მეკარე. საფრანგეთის ლიგა 1-ის „ლიონისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1990 | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლიონი | ||
ნომერი | 1 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2012 | ლიონი B | 38 | (0) |
2012– | ლიონი | 294 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2015– | პორტუგალია | 14 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
8 წლის მანძილზე თამაშობდა „ლიონის“ აკადემიაში, რის შემდეგაც 2011 წლიდან ძირითადი გუნდის წევრია. ჩაატარა 350-მდე შეხვედრა გუნდის რიგებში.
დაიბადა საფრანგეთში, საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს პორტუგალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. ახალგაზრდულ ნაკრებებში ჯამში ჩატარებული აქვს 36 შეხვედრა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის მარტში შედგა. ამის შემდეგ ლოპეში იყო პორტუგალიის შემადგენლობის წევრი ორ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა (2016, 2020) და ერთ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე (2018).