ანტონინუსების დინასტია

(გადამისამართდა გვერდიდან ანტონინების დინასტია)

ანტონინების დინასტიარომის საიმპერატორო დინასტია, რომლის სახელწოდება მომდინარეობს ანტონინუს პიუსისაგან. დინასტია ისტორიაში „ხუთი კარგი იმპერატორის“ სახელითაც შევიდა. მისი წარმომადგენლები არ იყვნენ ერთმანეთის ნათესავები. დინასტიის პირველი იმპერატორი იყო ნერვა 96 წლიდან, რომელიც სენატმა აირჩია. ამის შემდეგ წესად დამკვიდრდა, რომ სენატის მიერ არჩეულ კანდიდატს იმპერატორი იშვილებდა. ნაშვილები ხდებოდა მისი მემკვიდრე.

ანტონინების დინასტია

5 კარგი იმპერატორის პერიოდი (96 წლიდან 180 წლამდე) რომის ისტორია ხასიათდება პოლიტიკური სტაბილურობით და იმპერიის აყვავებით. წინ ამ პერიოდს ფლავიუსების უკანასკნელი იმპერატორის დომიციანეს სისხლიანი მმართველობა უძღვოდა, დინასტიის მმართველობისას მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა მარკუს ავრელიუსისა და ტრაიანეს მოღვაწეობის პერიოდში. დინასტიის შემდეგ დადგა III საუკუნის კრიზისი (რომის იმპერიის დაღმავალი პერიოდი), რომლისაგან რომმა საბოლოოდ გამოსვლა ვერ მოახერხა. გავრცელებული აზრით, ანტონინუსების მმართველობის პერიოდი იყო რომის იმპერიის „ოქროს ხანა“.

ანტონინების დინასტიას მიაკუთვნებენ ამ დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს კომოდუსს, რომელიც ხუთ კარგ იმპერატორში არ შედის.

ანტონინუსების დინასტიის წარმომადგენლები

რედაქტირება

ხუთი კარგი იმპერატორი

რედაქტირება
კომოდუსიმარკუს ავრელიუსიანტონინუს პიუსიადრიანეტრაიანენერვა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ს. თეზელიშვილი. მსოფლიოს სამეფო დინასტიები. გამომც. "საქართველოს მაცნე". თბ. 1998 წ.