ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სანტონია (ტონი) ბრენტანო (გერმ. Antonie Brentano, დაბად. იოანა ანტონია იოზეფა ფონ ბირკენშტოკი გერმ. Johanna Antonie Josefa von Birkenstock; დ. 28 მაისი, 1780, ვენა — გ. 12 მაისი, 1869, ფრანკფურტი) — ავსტრიელი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, მეცენატი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ახლო მეგობარი.[1]

ანტონია ბრენტანო
მშობლიური სახელი გერმ. Antonie Brentano
დაბადების სახელი გერმ. Johanna Antonie Josefa von Birkenstock
დაბადების თარიღი 28 მაისი 1780
ვენა,ჰაბსბურგთა მონარქია
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი 1869 (88 წლის)
ფრანკფურტი, პრუსიის სამეფო
მოქალაქეობა წმინდა რომის იმპერია
ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრიის იმპერია
პროფესია ფილანტროფი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანტონია ბრენტანო დაიბადა 1780 წლის 28 მაისს ვენაში, იგი გახლდათ ავსტრიელი დიპლომატის, განათლების რეფორმატორის და ხელოვნების კოლექციონერის იოჰან მელქიორ ფონ ბირკენსტოკისა  და მისი მეუღლის კაროლინა ჯოზეფა ფონ ჰეის ქალიშვილი (კაროლინა ჯოზეფა ფონ ჰეი, 1755-1788). ანტონიას სამი ძმა ჰყავდა: უგო კონრად გოტფრიდი (1778-1825), კონსტანტინე ვიქტორი (დაიბადა და გარდაიცვალა 1782 წელს) და იოჰან ედუარდ ვალენტინი (დაიბადა და გარდაიცვალა 1784 წელს).  ოჯახი ცხოვრობდა ვენაში დიდ სასახლეში ცენტრალურ ლანდშტრასეში, სადაც განთავსებული იყო დიდი ბიბლიოთეკა და ბირკენსტოკის მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია. დედა გარდაიცვალა ათი დღით ადრე ვიდრე ანტონია 8 წლის გახდებოდა და გოგონა  გაგზავნეს პრესბურგში (ახლანდელი ბრატისლავა) ურსულინის მონასტერთან არსებულ სკოლაში.

 
ანტონიას მამა

მამამ ქალიშვილს ღირსეული საქმრო შეურჩია — ვაჭარი ფრანც ბრენტანო, კლემენს ბრენტანოსა და ბეტინა ფონ არნიმის ნახევარძმა. ახალგაზრდები ერთმანეთს შეხვდნენ 1796 წლის ბოლოს ან 1797 წლის დასაწყისში. ანტონიას მამასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ახალგაზრდა წყვილმა 1798 წლის 23 ივლისს ვენის წმინდა სტეფანეს ტაძარში იქორწინა. ერთი კვირის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ მაინის ფრანკფურტში. ანტონიას და ფრანცს ექვსი შვილი შეეძინათ: მატილდა (07/03/1799 - 04/05/1800); გეორგ ფრანც მელქიორი (01/13/1801 - 03/01/1853); მაქსიმილიან ევფროსინ კუნიგუნდდი (11/08/1802 - 09/01/1861); ჯოზეფ ლუდოვიკი (06/29/1804 - 02/02/1875); ფრენსის ელიზაბეთი (06/26/1806 - 10/16/1837); კარლ ჟოზეფი (03/08/1813 - 05/18/1850).

1809 წლის აგვისტოში ანტონია დაბრუნდა ვენაში ავადმყოფი მამის მოსავლელად, რომელიც გარდაიცვალა 1809 წლის 30 ოქტომბერს. მისი გარდაცვალების შემდეგ, იგი სამი წელი დარჩა ვენაში, რათა მიეხედა ბიბლიოთეკის ფონდისა და მამის ხელოვნების კოლექციისთვის, ასევე აკონტროლებდა ზოგიერთი ძვირფასი ნივთის გაყიდვას.1832 წელს ანტონიამ გაყიდა ცარიელი სასახლე და ფრანკფურტის საკათედრო ტაძარს უანდერძა მამის კოლექციიდან ყველაზე ძვირფასი ტილო —  ვან დაიკის „ქრისტეს გოდება“.

ბრენტანოს ოჯახს ნაცნობობა აკავშირებდა ბეთჰოვენსა და გოეთესთან (1810-1812 წლებიდან). ბეთჰოვენი შემდგომში ოჯახს  დაუმეგობრდა  და სანამ ბრეტანოს ოჯახი ვენაში იმყოფებოდა,  მათი რეგულარული სტუმარი გახლდათ. მოგვიანებით კომპოზიტორმა ანტონიას მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი, „ვარიაციები დიაბელის თემაზე“.[2][3]

 
ანტონიას მეუღლე

ანტონია გარდაიცვალა 1869 წლის 12 მაისს მაინის ფრანკფურტში. იგი დაკრძალეს ქალაქის მთავარ სასაფლაოზე. ანტონიამ იცოცხლა თითქმის ოთხმოცდაათი წელი. მისი  ბევრი მეგობარი და ნათესავი, მათ შორის ქმარი და ექვსიდან ხუთი შვილი ანტონიას სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ.

2018 წელს აღმოაჩინეს ბეთჰოვენის N 7 სიმფონიის პირველი პარტიტურის აქამდე უცნობი ასლი, რომელიც კომპოზიტორმა დაასრულა 1812 წლის 13 მაისს. სატიტულო ფურცელზე არის ხელნაწერი: "Meiner hochverehrten Freundin Antonie Brentano von Beethoven" ("ჩემს პატივცემულ მეგობარს ანტონია ბრენტანოს ბეთჰოვენისგან"). დოკუმენტი შეიძინა  ბეთჰოვენის ცენტრმა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სან-ხოსეში (აშშ).

უკვდავი შეყვარებული

რედაქტირება

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა ანტონია ბრენტანო გაიცნო 1810 წლის მაისის ბოლოს მისი დის ბეტინა ფონ არნიმის მეშვეობით. ისინი ახლო მეგობრები გახდნენ. ბეთჰოვენის გარდაცვალების შემდეგ მისი მაგიდის საიდუმლო განყოფილებაში იპოვეს წერილი სათურით " უკვდავ შეყვარებულს“, რომელიც არასოდეს არავისთვის გაუგზავნია[4]. შემდგომში მეცნიერები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუ ვინ იყო კომპოზიტორის  უკვდავი შეყვარებული. კანდიდატებს ბშორის სახელდებოდნენ: ჯულიეტა გუკიარდი, ტერეზა ბრუნსვიკი, ჟოზეფინ ბრუნსვიკი, დოროთეა ფონ ერტმანი, ამალია სბალდი, ბეტინა ფონ არნიმი და ანტონია ბრენტანო. ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერის სოლომონ მეინარდის ვარაუდით, რომელიც ცნობილია ვენის კლასიკური კომპოზიტორების ბიოგრაფიული კვლევებით, ანტონია ბრენტანო გახლდათ "უკვდავი შეყვარებული".[5][6][7][8]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Andreas Niedermayer. Frau Schöff Johanna Antonia Brentano. Ein Lebensbild, Frankfurt 1869. (გერმ.)
  • Rudolf Jung. Goethes Briefwechsel mit Antonie Brentano 1814—1821. Weimar 1896.(გერმ.
  1. Schenck zu Schweinsberg, Karen (1985). Meine Seele ist bey Euch Geblieben. Germany: Acta humanoria. ISBN 3-527-17537-7.
  2. von Arnim, Bettina (1837). Goethe's Correspondence with a Child (English Ed). London, UK: LONGMAN, ORME, BROWN, GREEN, AND LONGMANS.
  3. Beethoven (Maynard Solomon, 1977, 1998, 2001).
  4. Virginia Beahrs, The Immortal Beloved Revisited in The Beethoven Newsletter, Vol. 1, No. 2, Summer 1986.
  5. Beethoven: A Man of His Word - Undisclosed Evidence for his Immortal Beloved (Gail S. Altman, Anubian Press 1998)
  6. Solomon, Maynard (April 1977). "Antonie Brentano and Beethoven". Music and Letters. 58 (2): 153–169. doi:10.1093/ml/58.2.153.
  7. Robinson, Henry Crabb (1898). Diary and Reminiscences of Henry Crabb Robinson. Boston: Houghton Mifflin.
  8. Beethoven (Maynard Solomon, 1977, 1998, 2001), Chapter 15, "The Immortal Beloved".