ანტიოქიის ბრძოლა (613)
ანტიოქიის ბრძოლა (613) | |||
---|---|---|---|
ირან-ბიზანტიის ომის (602—628) ნაწილი | |||
ბიზანტიურ-სპარსული კამპანია 611-624 | |||
თარიღი | 613 | ||
მდებარეობა | ანტიოქია, სირია, ბიზანტიის იმპერია | ||
შედეგი | სპარსელთა გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
სირიის და აღმოსავლეთ ანატოლიის მიერთება სასანიანთა იმპერიასთან | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ანტიოქიის ბრძოლა გაიმართა 613 წელს ანტიოქიის გარეთ (დღევანდელი თურქეთი), იმპერატორ ჰერაკლეს მეთაურობით ბიზანტიის არმიასა და სასანიანთა ირანის არმიას შორის შაჰინშაჰ ხოსრო II ფარვიზის გენერლების - შაჰინისა და შაჰრბარაზის მეთაურობით ირან-ბიზანტიის ომის (602-628 წწ.) ფარგლებში. სპარსეთის არმიამ შეძლო შეენარჩუნებინა ახლად დაპყრობილი ბიზანტიის ტერიტორია. ამ გამარჯვებამ გზა გაუხსნა სასანიდების შემდგომ წინსვლას ლევანტსა და ანატოლიაში. ამ ბრძოლაში სასანიდების გამარჯვებამ მათ საშუალებას მისცა გადაერჩინათ ის ტერიტორიები, რომლებიც ბიზანტიამ დაიპყრო ირან-ბიზანტიის ომის დროს (572-591 წწ.).[1]
ისტორია
რედაქტირება610 წლიდან, გენერლების შაჰრბარაზისა და შაჰინის მეთაურობით, სპარსეთის არმიამ დაიპყრო ბიზანტიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები მესოპოტამიაში (დღევანდელი ერაყი და ქურთისტანი) და კავკასია. ბიზანტიის იმპერიამ დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია შემოჭრილ სპარსელებს. თავად ჰერაკლეს სჭირდებოდა დრო, რათა განეხორციელებინა მთელი რიგი შიდა ინიციატივები, რათა მოეპოვებინა საჭირო სახსრები და შეეკრიბა ჯარი სასანიდების იმპერიის შაჰინშაჰ ხოსრო II-ის წინააღმდეგ ომის განახლებისთვის.[2]
აღმოსავლეთ საზღვარზე ტერიტორიის მოულოდნელი დაკარგვის საპასუხოდჰერაკლემ შეკრიბა ქმედუნარიანი ჯარი და გაემართა ანტიოქიაში. თუმცა, მისი კონტრშეტევა მარცხით დასრულდა 613 წელს ანტიოქიის მახლობლად. მოცემულ ბრძოლაში რომაელთა პოზიციები საგრძნობლად შეირყა. ბიზანტიის ჯარის დამარცხების შედეგად, შარბარაზმა და შაჰინმა მარტივად გაიმარჯვეს.
შედეგები
რედაქტირებასასანიდები სისტემატურად ძარცვავდნენ ქალაქს, გაასახლეს მოსახლეობა და მოკლეს პატრიარქი. ბრძოლაში დაჭრილთა შორის გახლდათ ტიჰიკოსი, ბიზანტიელი ჯარისკაცი და სომეხი სწავლულის ანანია შირაკაცის მომავალი განმანათლებელი.[3]
ანტიოქიის ბრძოლაში გამარჯვებამ უზრუნველყო სპარსელთა კონტროლი ახლად დაპყრობილ ბიზანტიის ტერიტორიაზე. ეს სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ბიზანტიელებისთვის, რომლებმაც გადაკეტეს სახმელეთო გზები ანატოლიიდან პალესტინამდე, სირიამდე და ეგვიპტემდე. გარდა ამისა, ჰერაკლეს და ნიკიტას დამარცხებული არმიაც ორად გაიყო: ჰერაკლემ და თეოდორემ უკან დაიხიეს ჩრდილოეთით, ხოლო ნიკიტასმა — სამხრეთით. პირველი ნაწილი წარუმატებლად ცდილობდა თავდაცვის გამაგრებას კუროს მთებში კილიკიის კარიბჭესთან. ნიკიტამ ასევე ვერ შეაჩერა სპარსეთის არმიის წინსვლა შაჰრბარაზის მეთაურობით პალესტინასა და სირიაში.[4]
მომდევნო ათწლეულში სასანიდების ჯარებმა უფრო ღრმად შეაღწიეს ბიზანტიის ტერიტორიაზე. იერუსალიმი და მთელი პალესტინა დაეცა 614 წელს შაჰრბარაზის მიერ ორგანიზებული იერუსალიმის ალყის დროს, ხოლო შაჰინი შემდგომ შეიჭრა ცენტრალურ და დასავლეთ ანატოლიაში. სპარსეთის ექსპანსიამ თავის ზენიტს მიაღწია ალექსანდრიის წარმატებული ალყით 619 წლის გაზაფხულზე ეგვიპტის დაპყრობის დროს, რამაც საფუძველი დაუდო მის ანექსიას. [5]
ეს ბრძოლა ნახსენებია ყურანის 30-ე თავში. მასში ალაჰის გადმოცემით:
„რომაელები [ბიზანტიელები] დამარცხდნენ მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ისინი მალე გაიმარჯვებენ რამდენიმე წელიწადში ალაჰის ნებით ადრე და შემდეგ; და იმ დღეს მორწმუნეები გაიხარებენ.“
|
მექელი პოლითეისტები დასცინოდნენ მუსლიმებს ამ წინასწარმეტყველების გამო, რადგან ამის შანსები ნაკლებად იყო. აბუ ბაქრმა დადო ფსონი უბეი იბნ ხალაფთან ათ აქლემზე, რომ წინასწარმეტყველება ახდებოდა სამ წელიწადში, მოგვიანებით ფსონი გადაიხედა ათი აქლემიდან ასამდე და ხანგრძლივობა სამიდან ცხრა წლამდე, ანუ თუ რომაელები ცხრა წელზე ნაკლებ დროში დაამარცხებდნენ სპარსელებს, უბეი აბუ ბაქრს ას აქლემს გადაუხდიდა და პირიქით. საბოლოოდ, ბიზანტიელებმა ცხრა წლის შემდეგ 622 წელს დაამარცხეს სპარსელები ისუს ბრძოლაში. აღასრულეს ყურანში ჩაწერილი წინასწარმეტყველება და, შესაბამისად, აბუ ბაქრმა გაიმარჯვა, მაგრამ იმ დროისთვის ფსონის დადება აკრძალული იყო ისლამში, ამიტომ მან მოგება ქველმოქმედების სახით გასცა. მუსლიმები ამ მოვლენას ყურანის მორიგ სასწაულს უწოდებენ.[6][7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ kaegi, Walter Emil. Heraclius, Emperor of Byzantium. Cambridge University Press. p. 77. ISBN 978-0-521-81459-1.
- ↑ Crawford, Peter (2013). The War of the Three Gods: Romans, Persians and the Rise of Islam. Pen and Sword. p. 41–43. ISBN 9781473828650.
- ↑ Hatay Province
- ↑ Witnesses to a World Crisis: Historians and Histories of the Middle East in ... "8. Decisive Persian victory near Antioch : 613"
- ↑ Mehta, Virasp (December 23, 2005), Causes of the Downfall of the Sassanian Empire, Palo Alto: vohuman.org
- ↑ Foss, Clive (1975), "The Persians in Asia Minor and the End of Antiquity", The English Historical Review, 90 (357): 721–747, doi:10.1093/ehr/XC.CCCLVII.721
- ↑ Tafheem-ul-Quran Volume 3, Introduction to Sura Room (Rome)ie Chapter#30 and the explanation of the first four verses