აბდ ალ-ლაჰ იბნ უსმან ალსიდიკ აბუ ბაქრი, აბე-ბაქარი, აბი-ბაქრი (არაბ. ابو بكر الصديق; დ. 573, მექა — გ. 23 აგვისტო 634, მედინა) — მუჰამედის სიმამრი და პირველი მუსლიმი ხალიფა 632-634 წლებში.

აბუ ბაქრი აჩერებს ბრბოს, XVI საუკუნის თურქული მინიატურა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუჰამედის სიკვდილის შემდეგ 632 წელს აბუ ბაქრი ომაიადების ტომის და ომარ იბნ ალ-ხატაბის დახმარებით მუსლიმთა ახალ მეთაურად იქნა არჩეული. მან პირველმა მიიღო ხალიფის ტიტული. აბუ ბაქრი მუჰამედის პირველ მიმდევართაგანი იყო, რომელიც 622 წელს მოციქულს თან ახლდა მექადან მედინაში (ჰიჯრა) გაქცევის დროს

მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბი ტომების კონსოლიდაცია დარღვეულ იქნა და გამოჩნდნენ ახალი "მოციქულები". თუმცა ეს ამბოხებები 633 წელს ხალიდ იბნ ალ-ვალიდის მიერ სასტიკად იქნა ჩახშობილი და მომდევნო წლებიდან დაიწყო არაბთა სისტემატიური შეტევები ბიზანტიისა და სასანიდური ირანის წინააღმდეგ. აბუ ბაქრი, როგორც რელიგიური მეთაურის გავლენა გადაიზარდა საერო ძალაუფლებაში და საფუძველი ჩაეყარა ხალიფატს. მის მემკვიდრე მის მიერვე დასახელებული ომარ იბნ ალ-ხატაბი იქნა არჩეული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება