ანტინეიტრონი (ñ) — ნეიტრონის ანტინაწილაკი. ნეიტრონის მსგავსად ანტინეიტრონსაც აქვს ნულოვანი ელექტრული მუხტი; მისი მასა (939,5 მეგევ) და სპინი (1/2) ნეიტრონისა მასისა და სპინის ტოლია; მაგნიტური მომენტი, ბარიონული მუხტი და იზოტოპური სპინის მესამე მდგენელი ნეიტრონის შესაბამისი სიდიდეების ტოლია, მაგრამ საწინააღმდეგო ნიშნისაა.

ანტინეიტრონი აღმოაჩინეს ანტიპროტონების გადამუხტვის რეაქციის დროს, ბ. კორკმა, გ. ლამბერტსონმა, ო. პიჩონიმ და ვ. ვენცელმა (1956 წ). ნივთიერებასთან ანტინეიტრონის ურთიერთქმედებისას ხდება ნეიტრონებთან ან პროტონებთან ანიჰილაცია π-მეზონების ან K-მეზონების გამოსხივებით.

ლიტერატურა

რედაქტირება