ანრი ლებეგი
ანრი ლეონ ლებეგი (ფრანგ. Henri-Léon Lebesgue; დ. 28 ივნისი 1875, ბოვე, უაზის დეპარტამენტი, — გ. 26 ივლისი 1941, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1922 წლიდან. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი 1910 წლიდან. ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თანამედროვე თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ლებეგის ძირითადი დამსახურებაა ზომის თეორიისა და ზომადი ფუნქციის თეორიის შექმნა. მასვე ეკუთვნის ინტეგრალის ახალი განსაზღვრა, რომელიც ზომის თეორიაზეა დაფუძნებული. ინტეგრალის ეს განსაზღვრა ლებეგმა გამოიყენა ფურიეს მწკრივებში. ლებეგმა მნიშვნელოვანი შედეგი მიიღო აგრათვე გეომეტრიასა და ტოპოლოგიაში.
ანრი ლებეგი | |
---|---|
ფრანგ. Henri-Léon Lebesgue | |
დაბ. თარიღი | 28 ივნისი, 1875[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | Beauvais |
გარდ. თარიღი | 26 ივლისი, 1941[2] [3] [4] [5] (66 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | Q73663612?[6] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მათემატიკოსი, პროფესორი[7] და უნივერსიტეტის პროფესორი[8] |
მუშაობის ადგილი | პუატიეს უნივერსიტეტი[9] , საფრანგეთის კოლეჯი[7] , პარიზის უნივერსიტეტი[9] და University of Rennes[9] |
ალმა-მატერი | პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა, ლუი დიდის ლიცეუმი და სენტ-ლუის ლიცეუმი |
განთქმული მოსწავლეები | Arnaud Denjoy და Louis Antoine[10] |
ჯილდოები | პონსელეს პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11] , Saintour Prize, Petit d'Ormoy, Carriere, Thebault Award, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[12] და Cours Peccot |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 152.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118779117 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 5.0 5.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ L'Enseignement Mathematique, L'enseignement mathématique — Vol. 38. — P. 330. — ISSN 0013-8584; 2309-4672
- ↑ 7.0 7.1 კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ 9.0 9.1 9.2 https://www.e-periodica.ch/digbib/view?pid=ens-001:1939:38#477 — გვ. 330.
- ↑ https://mathinfo.unistra.fr/websites/math-info/irem/Publications/L_Ouvert/n027/o_27_54-56.pdf
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 213.
- ↑ Persée — 2005. — გვ. 126.