ანჯეი ვაიდა

(გადამისამართდა გვერდიდან ანჟეი ვაიდა)

ანჯეი ვაიდა (პოლ. Andrzej Wajda; დ. 6 მარტი 1926, სუვალკი, პოლონეთი, — გ. 9 ოქტომბერი 2016, ვარშავა, პოლონეთი) — პოლონელი რეჟისორი, სცენარისტი. 1954 წელს ქალაქ ლოძში დაამთავრა კინემატოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სახელმწიფო სკოლის სარეჟისორო განყოფილება. 1951 წლიდან დაიწყო მუშაობა კინოში. აღიარება მოუტანა მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილმა ფილმებმა: „არხი“ (1956) და „ფერფლი და ალმასი“ (1958), რომლებშიც დიდი მხატვრული ძალით გვიჩვენა თავისი თაობის ბედი ეროვნული ისტორიის ყველაზე მწვავე დღეებში.[1] ამ ფილმებმა რეჟისორს ფართო აღიარება მოუტანა.[2] პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კინემატოგრაფიისა და თეატრალური ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. მისი ფილმები გამოირჩევა რეალიზმით, რეჟისურის უმაღლესი ოსტატობითა და სამსახიობო ხელოვნებით.[2] ომის თემებით არის დატვირთული მისი ფილმები: „ლეტნა“ (1959), „სამსონი“ (1961), „კატინი“ (2007) და სხვა. ვაიდას ფილმებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიღებული აქვს ჯილდოები.

ანჯეი ვაიდა

ანჯეი ვაიდა 2012 წელს
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1926
სუვალკი, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 2016 (90 წლის)
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
აქტიური 1951–დღემდე
საიტი wajda.pl

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 273-274.
  2. 2.0 2.1 ანჯეი ვაიდა — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)