ანკარის ტერაქტი (მარტი, 2016)
ანკარის მარტის ტერაქტი (2016) (თურქ. Mart 2016 Ankara saldırısı) — 2016 წლის 13 მარტს 18:45 საათზე მომხდარი ტერაქტი ანკარის ქიზილაის რაიონში[6][7], სადაც 37 ადამიანი დაიღუპა და 127 დაშავდა, აქედან 19 მძიმედ.[8][9][10] მანქანა, დატვირთული ასაფეთქებელით, რომელშიც იმყოფებოდა თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც ისახავდა მიზნად ავტობუსს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, შეეჯახა ავტობუსს და აფეთქდა.[9][11] ბომბი აფეთქდა ათათურქის ბულვარზე, გუვენპარკთან ახლოს, ერთ წერტილში, სადაც რამდენიმე გაჩერება იყო განთავსებული, დაზიანდა რამდენიმე შენობა და მანქანები.[12] წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი მთლიანად დაიწვა ათეულობით ავტომანქანასთან ერთად.[13] ტერიტორიიდან მოსახლეობა შემდგომში ევაკუირებულ იქნა, შემდგომი თავდასხმების შასაძლებლობით.[6]
ანკარის მარტის ტერაქტი (2016) Mart 2016 Ankara saldırısı | |
---|---|
ავტობუსის გაჩერება ათათურქის ბულვარზე, სადაც მოხდა აფეთქება | |
მდებარეობა |
ქიზილაი, ანკარა თურქეთი |
თარიღი |
13 მარტი, 2016 18:45 (UTC+02:00) |
სამიზნე | სამოქალაქო პირები |
თავდასხმის ტიპი |
თვითმკვლელი ტერორისტი |
იარაღი | ბომბი |
დაღუპულები | 37[1] |
არასასიკვდილო დაზიანებები |
127[2] |
ორგანიზატორები | ქურთისტანის თავისუფლების მიმინოები |
თავდამსხმელები | სეჰერ ჩაგლა დემირი[3][4] |
ეჭვმიტანილი დამნაშავეები |
ქურთისტანის მუშათა პარტია[5] |
თავდასხმის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება დააკისრა მედიას შეზღუდვები: ჟურნალისტებმა განაცხადეს, გარკვეული სამაუწყებლო მასალა ექვემდებარება აკრძალვას, რაც მოიცავს თავდასხმის ასპექტებს,[14] ამის შემდეგ თურქეთის სამაუწყებლო ორგანო RTÜK-მა გამოსცა აკრძალვა, რაც მოიცავს აფეთქების ასპექტებს.[15] ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ სოციალური მედია საიტებზე, როგორიცაა Facebook და Twitter იყო "ძალიან ნელი ან ბლოკირებული" აფეთქების შემდეგ, ხოლო ამის შემდეგ სოციალური მედია თურქეთში დაიბლოკა, გამართლებით, რომ ისინი შეიცავდნენ აფეთქების გრაფიკულ გამოსახულებებს.[14][16]
თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ერთი ან ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც არიან დამნაშავეები თავდასხმაში, არიან ქურთისტანის მშრომელთა პარტიის (PKK) წევრები.[17] თურქული გაზეთი "Sözcü" თქმით, დამნაშავე ტერაქტში არის "სეჰერ ჩაგლა დემირი", PKK-ს წევრი და ბალიქესირის უნივერსიტეტის სტუდენტი. "Sözcü" აცხადებს, რომ ვინაობა თავდასხმაში დამნაშავის "თითქმის გარკვეულია".[18]
ისტორია
რედაქტირებათავდასხმა მოხდა იმ დროს, როდესაც თურქეთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ასევე თურქეთი არის კოალიციის წევრი ერაყის ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის წინააღმდეგ. ასევე არის ჩართული PKK-სთან მიმდინარე კონფლიქტში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, 2015 წლის ივლისიდან. ეს თავდასხმა იყო მესამე ანკარაში ექვსი თვის განმავლობაში, არანაკლებ ერთი თვით ადრე, 17 თებერვალს, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რისი მსხვერპლი გახდა 29 ადამიანი. იმ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ქურთისტანის თავისუფლების მიმინოები.
დაზვერვა
რედაქტირება27 თებერვალს, ანკარაში, პოლიცია ჩხრეკა ჩაატარა მანქანებში ბომბის შესაძლო აფეთქების თავიდან აცილების მიზნით ქიზილაის ტერიტორიაზე.
შეერთებული შტატების საელჩო ანკარაში ჰქონდა გაფრთხილებული თავისი მოქალაქეები შესაძლო თავდასხმის შესახებ ქალაქში წლის 11 მარტისთვის. თუმცა, გაფრთხილება ჰქონდა მითითებული "Bahçelievler"-ის ტერიტორიაზე, როგორც თავდასხმის სავარაუდო ადგილზე, რომელიც მდებარეობს ამავე რაიონში, სადაც თავდასხმა მოხდა.[6][10] თურქეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამმართველომაც ასევე გამოაქვეყნა დოკუმენტურად "კონკრეტული გაფრთხილება შესაძლო ტერაქტის შესახებ ანკარაში".[19]
გამოხმაურება
რედაქტირებაშიდა
რედაქტირება- თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ მოიწვია უშიშროების საბჭო თავდასხმის შემდეგ.[20] სამიტის შემდეგ ეფქან ალა, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, განაცხადა, რომ არ იქნა მიღწეული თავდასხმის დამნაშავეთა შესახებ მყარ მტკიცებულებას და გარკვეული განცხადება გაკეთდება მომდევნო დღეს.[21]
- პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გააკეთა, სადაც მან აღნიშნა, რომ "ტერორს მიმართავენ ყველაზე ამორალური და უგულო გზის ადამიანები" და "ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა ეშინოდეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენი ეროვნული ინსტიტუტი ახორციელებს, რომელიც ცხადად დასრულდება ჩვენი ერის წარმატებით".[22]
საერთაშორისო
რედაქტირება- აზერბაიჯანი: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი ტერორიზმთან ბრძოლაში ყოველთვის თურქეთის გვერდითაა.[23]
- საუდის არაბეთი: საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდიმ დაგმო ტერაქტი და მიუსამძიმრა თურქ ხალხს და ერდოღანს.[24]
- კანადა: კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია: "კანადა შეძრწუნებულია ამ უკანასკნელი, უაზრო თავდასხმით ანკარაში. ჩვენი აზრები ჩვენი მეგობარი და მოკავშირე თურქეთანაა".[24][25]
- ეგვიპტე: გავრცელებულ განცხადებაში ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინიტრომ დაგმო ტერაქტი ანკარაში.[26]
- ევროკავშირი: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა თანაუგრძნობა გამოხატა თურქეთს და ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, კავშირის ვალდებულება გააძლიეროს საერთაშორისო ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ.[27]
- ირანი: ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო სასიკვდილო ტერაქტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში და მოუწოდა კოლექტიური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.[28]
- ინდოეთი: ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ მისი აზრი მსხვერპლთა ოჯახებთანაა და უსურვა დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმთელება.[29][30]
- რუსეთი: კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, სადაც მან გმობს თავდასხმას და მწუხარებას გამოთქვამს.[31]
- ესპანეთი: განცხადებაში დაგმობილია ტერაქტი.[32]
- უკრაინა: პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ "შოკირებულია კიდევ ერთი საშინელი თავდასხმით ანკარაში", და "ტერორი არ შეიძლება გამართლებული იყოს, უბრალოდ უნდა დაგმო. უკრაინა დგას თურქეთსა და მის ხალხთან".[33]
- გაერთიანებული სამეფო: პრემიერ მინისტრი დეივიდ კამერონი დაგმო ტერაქტი.[34]
- აშშ: თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმობილია ტერაქტი.[24]
შედეგად
რედაქტირებათავდასხმის შემდეგ, ცხრა "F-16" და ოთხი "F-4" თურქეთის საჰაერო ძალების ბომბდაშენმა დაარბია PKK-ს 18 პოზიცია ერაყის ქურთისტანში.[35] დააკავეს PKK-ს 36 ეჭვმიტანილი წევრი, 45 სხვადასხვა ოპერაციების დროს ადანის პროვინციაში.[36] საერთო ჯამში, 79 ადამიანი დააპატიმრეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ankara Kızılay'da bombalı saldırı: 37 ölü, NTV, 14 Mart 2016, Erişim tarihi: 14 Mart 2016.
- ↑ | başlık=Ankara’da büyük patlama: 34 ölü | erişimtarihi=13 Mart 2016 | yayıncı = Yarına Bakış. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2016-03-14.
- ↑ Ankara'daki hain saldırı üstlenildi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-20. ციტირების თარიღი: 2016-03-17.
- ↑ İçişleri Bakanlığı canlı bombanın kimliğini açıkladı. 15 Mart 2016
- ↑ | başlık=Reuters: Ankara'daki saldırıyı PKK yapmış gibi görünüyor | eser=Habertürk.com | tarih=13 Mart 2016 | erişimtarihi=14 Mart 2016
- ↑ 6.0 6.1 6.2 Turkey explosion: Reports of wounded in central Ankara. ციტირების თარიღი: 2016-03-13
- ↑ People killed, wounded after blast in Ankara. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
- ↑ Ankara explosion: At least 32 killed and 75 wounded after large blast in Turkish capital. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 March 2016.
- ↑ 9.0 9.1 Ankara Kızılay'da bombalı saldırı: 34 ölü, 125 yaralı. NTV.
- ↑ 10.0 10.1 Samuel Osborne. (13 March 2016) Ankara explosion: Several feared dead after 'large explosion' in park in Turkey capital. The Independent.
- ↑ Car bomb kills 27 in Turkish capital Ankara. Reuters. ციტირების თარიღი: 13 March 2016.
- ↑ staff, Guardian (2016-03-13). „Fatal explosion hits transit hub in Turkish capital Ankara“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2016-03-13.
- ↑ Son dakika... Ankara Kızılay'da büyük patlama (13 March 2016).
- ↑ 14.0 14.1 Worley, Will (13 March 2016). „Turkish government 'blocks Twitter and Facebook' as part of alleged media ban following Ankara blast“. The Independent. ციტირების თარიღი: 13 March 2016.
- ↑ Reuters; Press, The Associated (2016-03-13). „At Least 27 Dead, 75 Wounded in Car Bombing in Turkish Capital“. Haaretz (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2016-03-13.
- ↑ Sosyal medyaya erişim yasağı. NTV. ციტირების თარიღი: 13 March 2016.[მკვდარი ბმული]
- ↑ Ankara attack: one of bombers was PKK member, officials say. The Guardian. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
- ↑ kaydin. (14 March 2016) Kadın bombacı üniversiteli Seher….
- ↑ Turkish Minute, Turkish daily news, Latest News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2016-03-15.
- ↑ Ankara'daki bombalı saldırı sonrası güvenlik zirvesi sona erdi. T24. ციტირების თარიღი: 13 March 2016.
- ↑ İçişleri Bakanı: Saldırıyı kimin düzenlediği yarın açıklanacak. T24. ციტირების თარიღი: 13 March 2016.
- ↑ "Terör en ahlaksız yollara başvuruyor". NTV. ციტირების თარიღი: 13 March 2016.
- ↑ Azerbaycan’dan Taziye Mesajı, "TERÖRLE MÜCADELEYİ DESTEKLİYORUZ". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-20. ციტირების თარიღი: 2016-03-16.
- ↑ 24.0 24.1 24.2 Condemnation of Ankara terror attack grows. ციტირების თარიღი: 2016-03-15
- ↑ Foreign Policy CAN on Twitter. ციტირების თარიღი: 2016-03-15
- ↑ Egypt 'stands by Turkish people' following Ankara blast. Ahram Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
- ↑ Statement by High Representative/Vice-President Federica Mogherini and Commissioner Johannes Hahn condemning this afternoon's bomb attack in Ankara. European External Action Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 March 2016.
- ↑ Iran denounces deadly attack in Ankara. PressTV.
- ↑ Narendra Modi on Twitter. Twitter.
- ↑ PM Modi condemns multiple terror attacks in Ivory Coast, Ankara. The Times of India (14 March 2016).
- ↑ Russian President Putin Condemns Ankara Deadly Blast. Sputnik News. ციტირების თარიღი: 13 March 2016.
- ↑ Condemnation of Ankara terror attack grows. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2016-03-15.
- ↑ Петро Порошенко on Twitter. Twitter.
- ↑ Ankara bombing: One of two suicide bombers in deadly attack was a woman, Turkey claims. The Independent. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
- ↑ Turkey launches airstrikes, raids after deadly Ankara bombing. CTV. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
- ↑ GÜNCELLEME - Adana'da terör örgütü PKK/KCK operasyonu. Hürriyet. ციტირების თარიღი: 14 March 2016.