ანივარდ (ანი) მასოიანი (დ. 9 მაისი, 1974, ნინოწმინდა) — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1991 წელს დაამთავრა ქ. ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლა, 1996 წელს ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 2000 წელს დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი გაენათი-ს ფსიქოლოგიისა და ქართული ენის ფაკულტეტი - მასწავლებლის სპეციალობით. 1994 წლიდან მუშაობდა ქ. ნინოწმინდის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად. 2008-2009 წლებში მუშაობდა ქ. ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლის დირექტორად. 2009-2013 წლებში ეკავა ქ. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა. 2014 წლიდან იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2017 წლის 14 ნოემბრიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზეთი „ლიტერატურული მესხეთი“, #8 (236), აგვისტო, 2018.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება