ანიდან ჰოემდენიკა წერეთლისა და მამუკა ბერიკას 2001[1] წლის ერთობლივი სტუდიური ალბომი. გამოიცა CD-ზე მედია-კომპანია „კომუნას“ მიერ.

ანიდან ჰოემდე
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 2001
ჟანრი ემბიენტი, ნიუ ეიჯი, ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 54:30
ლეიბლი კომუნა
პროდიუსერი ნიკა წერეთელი, მამუკა ბერიკა

ალბომში ძირითადად გაერთიანებულია ემბიენტის, ნიუ ეიჯის და ელექტრონული მუსიკის ჟანრის კომპოზიციები. მათში შეიმჩნევა სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკური მუსიკის ელემენტები, გარდა საქართველოსი - სომხეთის, შუა აზიის, ინდოეთის და ა.შ. აქა-იქ გამოყენებულია ბუნებრივი და სემპლირებული რიტმული პერკუსია.[1]

ალბომიდან გამოვიდა ვიდეო ორ კომპოზიციაზე - „More“ [2] და „Anidan Hoemde“[3].[შენიშვნა 1]. „More“-ს ვიდეო წარმოდგენილია CD-ზე დამატებითი, DVD-ტრეკის სახით.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. „Maidani“ - 6:02
  2. „Om Nama“ - 5:50
  3. „Erekheli“ - 5:21
  4. „Papaya“ - 4:46
  5. „Achu-Achu“ - 5:33
  6. „O“ - 12:15
  7. „Golkonda“ - 5:44
  8. „Anidan Hoemde“ - 5:04
  9. „More“ - 3:51

პერსონალი

რედაქტირება
  • ნიკა წერეთელი - პროგრამირება, არანჟირება, პერკუსია, კლავიშებიანები, ვარგანი (1-9),
  • მამუკა ბერიკა - ვოკალი, ფლეიტა, პერკუსია (2, 3, 5, 6, 8, 9), პროდიუსერი (მხოლოდ 2-6, 8-9)
  • კაკადუ (დავით მაჭავარიანი) - პერკუსია, დასარტყმელი საკრავები (2, 8)
  • ზურა ძაგნიძე - გიტარა (7, 8, 9)
  • მადი სერებრიაკოვა - ვოკალი (3, 8, 9)
  • დათო თოიძე - ვოკალი (1, 7)
  • გიო სიხარულიძე - ვოკალი (2)
  • ალექს გაჩავა - ტაბლა (4)
  • ვახო მამალაძე - ვოკალი (3)
  • კვინტეტი „ურმული“ და დათო ქავთარაძე - დუდუკი (1, 7)

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ალბომის ბუკლეტში სახელწოდებები მითითებულია ლათინური შრიფტით