კომუნიკატორი (გადაცემა)


კომუნიკატორი — ქართული სატელევიზიო ტოკ-შოუ. 1999-2001 წლებში გადიოდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერში. 2002 წელს გადიოდა რუსთავი 2-ის ეთერში. 2014 წლის 29 დეკემბრიდან კვლავ ეთერში გადის პირველ არხზე და ინტერნეტში.[1]

კომუნიკატორი
ავტორი სერგი გვარჯალაძე
მერი შიხაშვილი
ნასტასია არაბული
წამყვანი სერგი გვარჯალაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
კომპანია კომუნა
ეთერი
ორიგინალური არხი პირველი არხი (2000-2001)
რუსთავი 2 (2002)
პირველი არხი (2014-)
პირველად ეთერში 2000
დაკავშირებული შოუები ჯეოპოპი

გადაცემის კონცეფციის ავტორი და წამყვანია სერგი გვარჯალაძე. 2014 წლიდან მასთან ერთად გადაცემა მიჰყავთ მერი შიხაშვილს და ნასტასია არაბულს.[2]

1999-2001 წლებში გადაცემა ეთერში გადიოდა სტუდიიდან, რომელიც გაფორმებული იყო სახლის სახურავის სახით. წამყვანი მასზე შემოდიოდა კარიდან და მაყურებლებს ესალმებოდა. რუსთავი 2-ზე წარმოდგენილი გადაცემა უკვე ტრადიციულად მოწყობილი სტუდიიდან გადიოდა.

ძირითადად, ყველა გადაცემა კონკრეტულ თემას ეძღვნება, თუმცა იყო თავისუფალი თემებიც. სტუდიას უკავშირდებიან მსმენელები, რომლებსაც მოგვიანებით აკავშირებენ წამყვანთან. სადისკუსიო თემებს შორის ძირითადად სოციალური საკითხებია.

როდესაც სტუდიაში რესპონდენტი ერთვება, წამყვანი წარმოთქვამს ფრაზას „არის კონტაქტი?“, რომელიც გადაცემის სიმბოლოდ იქცა.

რუბრიკები

რედაქტირება
  • Chele's News - გადაცემას დაემატა 2002 წელს. გადაცემაში მოწვეული ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე სერიოზული განწყობით ყვებოდა მსოფლიო ამბებს, რაც თავის მხრივ, სახუმარო ტონს იძენდა. [3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება