თამაზ ანდრონიკაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ანდრონიკაშვილი, თამაზ)

თამაზ პაატას ძე ანდრონიკაშვილი (გ. დაახლოებით 1759) — კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVIII საუკუნის შუა წლებში, ქიზიყის მოურავი, ერეკლე II-ის მამიდაშვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1746 ანდრონიკაშვილმა სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილ დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ-შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1747 ანდრონიკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1747-1749 თავი გამოიჩინა აბდულა-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 ანდრონიკაშვილს დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II-ის პოლიტიკური მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი, რომელიც მალე "გაექცა" მეთვალყურეებს. როგორც ჩანს, ანდრონიკაშვილს ბატონიშვილის ხელისშეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II-ის ბრძანებით 1754 აპრილში დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად კი იასე ამილახვარი დანიშნეს. მალე ანდრონიკაშვილს ძველი პატივი დაუბრუნეს. 1859 ერეკლე II-მ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა.

ლიტერატურა

რედაქტირება