ანდრის ნელსონსი (ლატვ. Andris Nelsons, დ. 18 ნოემბერი, 1978) — ლატვიელი დირიჟორი. იგი ამჟამად არის ბოსტონის სიმფონიური ორკესტრისა და ლაიფციგის გევანდჰაუსის ორკესტრის (Gewandhauskapellmeister) მუსიკალური დირექტორი.

ანდრის ნელსონსი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 ნოემბერი, 1978(1978-11-18)[1] [2] [3] [4] (45 წლის)
დაბ. ადგილი რიგა[1]
საიტი andrisnelsons.com
ანდრის ნელსონსი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ნელსონსი რიგაში, 1978 წელს დაიბადა. დედამისმა დააფუძნა პირველი ადრეული მუსიკის ანსამბლი, მამამისი კი იყო საგუნდო დირიჟორი, ჩელისტი და მასწავლებელი.[5] ხუთი წლის ასაკში ანდრისი დედამისმა და მამინაცვალმა წაიყვანა რიხარდ ვაგნერის სპექტაკლზე „Tannhäuser“, რომელსაც ნელსონსი დიდ გამოცდილებად თვლის:

 
„...მას [სპექტაკლს] ჩემზე ჰიპნოზური მოქმედება ჰქონდა. მუსიკით გადავივსე. მე ვიტირე, როდესაც „Tannhäuser“ მოკვდა. მე აქმომდე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი რამ, რაც კი ჩემს ბავშვობაში მომხდარა.[6]

ახალგაზრდა ნელსონსი სწავლობდა პიანინოს და 12 წლის ასაკში ხელში აიღო საყვირი.[6] ის ასევე მღეროდა ბას-ბარიტონს დედამისის ანსამბლში.[7] ის ერთი ზაფხულის განმავლობაში სწავლობდა დარტინგტონის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. ის ასევე იყო ლატვიური ეროვნული ოპერის მესაყვირე.[8]

დირიჟორის კარიერა

რედაქტირება

ნელსონსი დირიჟორობას სწავლობდა სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე ტიტოვთან და მონაწილეობდა დირიჟორობის მასტერკლასების ჩატარების დროს ნეემე იარვისთან, რობერტო კარნევალესთან და იორმა პანულასთან. ნელსონსი საკუთარ მენტორად მარისს იანსონსს თვლის, რომელიც მას 2002 წლიდან ასწავლიდა.[9]

2003 წელს ნელსონსი გახდა ლატვიის ეროვნული ოპერის მთავარი დირიჟორი. ეს ადგილი მან 2007 წელს დატოვა.[10] 2006 წელს ნელსონსი ჰერფორდში ფილარმონიის მთავარი დირიჟორი გახდა 2008-2009 წლების სეზონამდე. 2009 წელს მან პირველად იდირიჟორა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში.[11] 2010 წელს ნელსონს ქონდა დებიუტი ბეირუთის ფესტივალზე, სადაც გახსნის ცერემონიაზე ვაგნერის ნაწარმოები იდირიჟორა.[12]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ნელსონსი უწინ დაქორწინებული იყო ლატვიელ სოპრანო კრისტინე იპოლაისზე. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ მაშინ როცა ანდრის ნელსონსი ლატვიის ოპერაში იყო, რომლის წევრებშიც იწერებოდა კრისტინეც. მოგვიანებით ის სოლო მომღერალი გახდა.[13] წყვილი დაქორწინდა 2011 წელს.[14] იმავე წლის 28 დეკემბერს მათი ქალიშვილი, ადრიანა ანა დაიბადა. წყვილი დაშორდა 2018 წელს, 27 მარტს. ნელსონსი ხელმეორედ დაქორწინდა 2019 წლის აპრილში ალისე ჰეიდლერზე.[15]


  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #135471206 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Discogs — 2000.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Munzinger Personen
  5. Mark Kanny (8 ოქტომბერი 2008). „Conductor savors ties with Jansons“. Pittsburgh Tribune-Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი 2008.
  6. 6.0 6.1 Richard Morrison (18 დეკემბერი 2009). „Andris Nelsons's rapid rise to the top“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი 2009.
  7. Geoffrey Norris (13 September 2008). „Andris Nelsons: 'I've wanted to conduct since I was five'. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 21 February 2009.
  8. Terry Grimley (8 October 2007). „Andris takes the CBSO helm“. Birmingham Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
  9. Charlotte Higgins (9 October 2007). „Young Latvian steps up to lead City of Birmingham orchestra“. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
  10. Geoffrey Norris (26 November 2007). „The young ones seize the baton“. Telegraph. ციტირების თარიღი: 1 December 2007.
  11. Anthony Tommasini (29 October 2009). „He's Come to Melt the Heart of an Ice Princess“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 September 2010.
  12. George Loomis (21 April 2010). „Young Conductor at the Forefront of His Field“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 September 2010.
  13. Christopher Morley (23 October 2008). „Kristine Opolais takes double role in La bohème. Birmingham Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 June 2010.
  14. Christopher Morley (17 June 2011). „Orchestral manoeuvres for Andris Nelsons“. Birmingham Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 16 October 2011.
  15. Zoë Madonna (6 November 2019). „BSO music director Andris Nelsons remarried in Germany this spring“. Boston Globe. ციტირების თარიღი: 6 October 2020.