ანდრია პასტუხოვი
ანდრია ვასილის ძე პასტუხოვი (დ. 30 აგვისტო [ძვ. სტ. 18 აგვისტო ], 1860, დერკულის ცხენთსაშენის დაბა ხარკოვის გუბერნია — გ. 5 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1899, პიატიგორსკი), რუსი ტოპოგრაფი და მთამსვლელი. 1882 წლიდან მუშაობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ტოპოგრაფიულ განყოფილებაში. ძირითადად მონაწილეობდა ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიანის ტოპოგრაფიულ აგეგმვაში. ავიდა მყინვარმწვერზე, უშბაზე, დიდ და მცირე არარატზე, ალაგიოზზე (არაგაწი). 1890 წელს რუს მთამსვლელთა შორის პირველი ავიდა იალბუზის დასავლეთ მწვერვალზე, 1896 — აღმოსავლეთ მწვერვალზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 706.