ტერმინს „დადიანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დადიანი.

ანდრია დავითის ძე დადიანი (დ. 1850, ზუგდიდი — გ. 1910, კიევი) — ქართველი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი. ეკატერინე ჭავჭავაძისა და სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის შვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1874 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში. ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. თამაშობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან (ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვა) პარიზში, რომში, კიევში, თბილისში. 1881—1882 წლებში მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა 2 ტურნირში და I ადგილები დაიკავა დაუმარცხებლად. 1899 წელს მიიწვიეს სრულიად რუსეთის I ტურნირში, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია. 1903—1904 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი იყო. თანამშრომლობდა იმ დროის უცხოურ და რუსულ საჭადრაკო ჟურნალებში. აწესებდა პრიზებს ლამაზი პარტოებისათვის. ინგლისურმა საჭადრაკო ჟურნალმა „ჩეს მანთლიმ“ („The Chess Monthly“) 1892 წლის ივნის-ივლისის ნომერი მთლიანად დადიანის შემოქმედებას მიუძღვნა. 1903 წელს შიფერსი, ე. შიფერსის წინასიტყვაობით კიევში ფრანგულ ენაზე გამოიცა დადიანის 100 პარტიის დაბოლოება („Fins de Partie du Prince Dadian de Mingr.elie“).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე თ., თამაშობს ანდრია დადიანი, თბ., 1972;