ანდრია (ანდრო) იულონის ძე გუგუშვილი (დ. 1895, ზუგდიდი — გ. 1970, ლონდონი) — ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე; ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლონდონში.

დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია და გეოლოგიის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჯერ ნიდერლანდებში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა და ლონდონში დასახლდა. 1918-1921 წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს მდივანი ლონდონში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენელი ლონდონში; მონაწილეობდა „საქართველოს დამხმარე კომიტეტის“ (თავმჯდომარე: სერ ს.ე. მორისი) მუშაობაში. დახმარებას უწევდა საქართველოთი დაინტერესბულ ბრიტანელ მეცნიერებს, განსაკუთრებით უილიამ ალენს, რომლის მიერ 30-იან წლებში დაარსებული „საქართველოს საისტორიო საზოგადოებისა“ და ჟურნალ „Georgica“-ს მდივანი იყო. ამავე ჟურნალში აქვეყნდებდა სტატიებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ („ქართული ანბანი“, „საქართველოს ეთნოგრაფიული და ისტორიული დაყოფა“, „საქართველოს მეფეთა ქრონოლოგიურ-გენეალოგიური შტო“ და სხვ.). გარდაიცვალა 1970 წელს ლონდონში; დაკრძალულია ვ. ალენის საგვარეულო აკლდამაში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. რუსუდან დაუშვილი. Famous Georgians — ანდრია გუგუშვილი. Prime Time. 2012 წ. 4 ივნისი.