ანდრე ლენოტრი (დ. 12 მარტი, 1613, პარიზი — გ. 15 სექტემბერი, 1700, იქვე) — ფრანგი არქიტექტორი, პარკების მშენებელი, ტიუილრის მთავარი მებაღის შვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1653 წლიდან ხელმძღვანელობდა ვილე-ვიკონტის მშენებლობას. 1657 წლიდან იყო ლუი XIV-ის შენობათა გენერალური კონტროლიორი. 1660 წლიდან ხელმძღვანელობდა სენ-ჟერმენის, ფონტენბლოს, შანტიის, სენ ტუსა და ტიუილრის სამეფო პარკების მშენებლობას. 1662 წელს შეადგნა ლონდონის სენტ-ჯეიმზ პარკისა და გრინვიჩის პარკის პროექტები. ავტორია ვერსალის პარკებისა. მიერ მიერ შექმნილი რეგულარული პარკების სისტემა გაბატონებული იყო ევროპაში XVIII საუკუნის შუა წლებამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება