ანდრეი პავლინოვის არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში
ანდრეი პავლინოვის არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში (fl. 27 ივლისი — 9 ივნისი, 1888) — მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების დაკვეთით ჩატარებული ექსპედიცია. ექსპედიციის ფარგლებში მოვლილი იყო სოხუმის ოკრუგისა და ბათუმის ოლქის ტერიტორიები.
ისტორია
რედაქტირებააღნიშნული ექსპედიციის მიზანი იყო დაესრულებინათ 1886 წელს ნიკიტინისა და სიზოვის მიერ დაწყებული აფხაზეთის ძეგლების შესწავლა[1] და შემდეგ კვლევა გაეგრძელებინათ ბათუმის ოლქში.
1886 წლის 30 აპრილს მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ი. ბარშჩევსკის დაავალა, მოეხდინა აფხაზეთის, ბათუმისა და ყარსის ოლქების სიძველეების ფოტოგადაღება[2], ხოლო 1888 წლის 27 ივლისით დათარიღებულ მიმართვაში ქუთაისის გუბერნატორის დამხმარეს დაევალა, მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების კომისიის წევრ ი. ბარშჩევსკისთვის გამოეყოთ ცხენი და დახმარებოდნენ მას ქალაქ ბათუმიდან ოლთისში გადასადგილებლად[3]. ივან ბარშჩევსკი იყო ის ფოტოგრაფი ვინც ახლდა პავლინოვს მისი იმერხევში 1888 წლის ექსპედიციის დროს. როგორც 1891 წელს პ. უვაროვა იხსენებდა, მან 1886 წელს იმერხევის მონახულებას თავი აარიდა იმ მოტივით, რომ იქ უნდა ემოგზაურათ მოსკოვის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებს ა. მ. პავლინოვსა და ი. ო. ბარშჩევსკის[4].
-
1886 წლის დადგენილება
-
1888 წლის მიმართვა
ექსპედიციის წევრები:
- ექსპედიციის ხელმძღვანელი — ანდრეი პავლინოვი;
- ფოტოგრაფი — ივან ბარშჩევსკი.
მარშრუტი
რედაქტირებაჯგუფი აფხაზეთში სევასტოპოლიდან შავი ზღვის სანაპიროთი ჩავიდა. პირველი პუნქტი იყო სუხუმ-კალე. შემდეგ ინახულეს დრანდა, კვიტოული, ჯიგერდა, მოქვი, ოჩამჩირე, ილორი. 9 ივნისს ჯგუფმა მთისკენ სვლა შეაჩერა ძლიერი წვიმების გამო და ზღვით გაცურეს ბათუმამდე, შემდეგ კი რკინიგზით ავიდნენ ქალაქ ქუთაისში, ინახულეს გელათი. ამინდის გამოსვლისთანავე ჯგუფი ფოთიდან დაბრუნდა აფხაზეთში. ისინი ოჩამჩირედან ჯერ ბედიაში ავიდნენ, მოინახულეს ირგვილვ არსებული ეკლესიები, შემდეგ კი ოქუმის გავლით გადავიდნენ ზუგდიდში. გზად მოინახულეს საბერიე, რუხი, მარტვილი.
ზუგდიდის შემდეგ ჯგუფი გაემართა ბათუმის ოლქის დასათვალიერებლად, კერძოდ ჭოროხის ხეობისა და შავშეთში. ჭოროხის დასაწყისშივე ნახეს გონიოს ციხე, შემდეგ მაკრიალი, მაჭახელი, ართვინი, დოლისყანა, ბერთა, ოპიზა, ხანძთა, არტანუჯი, ენირაბათი, სათლე, ტბეთი, ოქრობაგეთი. ექსპედიცია არტაანისა და ახალციხის მონახულებით დასრულდა ბაქოში.
ფოტოები
რედაქტირებაა. პავლინოვის ექსპედიციის დროს ი. ბარშჩევსკის მიერ გადაღებული ფოტოები შეტანილი აქვს უშუალოდ ი. ბარშჩევსკის თავის კატალოგში.
ლიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Материалы по археологии Кавказа, собранные экспедициями Московского археологического общества : Выпуск II, Тифлис, 1889
- ↑ Документ печатно-рукописный. Свидетельство № 699 Императорского Московского Археологического общества о поручении И.Ф.Барщевскому произвести археологические раскопки и фотосъемку древностей в Абхазии, Батумской и Карской областях и об оказании ему содействия. 1886 г., 30 апреля[მკვდარი ბმული]
- ↑ Документ печатно-рукописный. Открытое предписание № 453 помощника Кутаисского военного губернатора об оказании содействия члену комиссии Московского Императорского Археологического общества г. Барщевскому. 1888 г., 27 июля[მკვდარი ბმული]
- ↑ П. С. Уварова, «Кавказ. Абхазия, Аджария, Шавшетия, Посховский участок», Часть II, Москва, 1891, ст. 313