ანდრეი ვურაკი
გენერალ-მაიორი
ანდრეი თედორეს ძე ვურაკი (დ. 13 დეკემბერი, 1922, იალტა, — გ. 10 დეკემბერი, 2008, მოსკოვი) — საბჭოთა სამხედრო პირი, არტილერიის გენერალ-მაიორი (1966), გენერალ-მაიორი (1984), ეროვნებით ბერძენი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა გაატარა სოხუმსა და ბათუმში. 1958 წელს დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო საზენიტო საარტილერიო სასწავლებელი და ლენინგრადის სამხედრო საარტილერიო აკადემია. 1941-1945 წლებში II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა უკრაინის I ფრონტზე. მონაწილეობდა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ოპერაციებსა და ბერლინის აღებაში. ომის შემდეგ სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობაზე იყო საჰაერო თავდაცვის ნაწილებში ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში. 1987 წელს თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 290.