ანგუმუა
საფრანგეთის ისტორიული პროვინცია (ოლქი)
ანგუმუა (ფრანგ. Angoumois) — ისტორიული ოლქი დასავლეთ საფრანგეთში. 1790 წლიდან შარანტისა და დორდონის დეპარტამენტების შემადგენლობაშია. მთავარი ქალაქი — ანგულემი. ანგუმუა განვითარებული სასოფლო-სამეურნეო რაიონია. განვითარებულია მეღვინეობა, სპირტისა და კონიაკის (ქ. კონიაკი) წარმოება, მანქანათმშენებლობა, ქაღალდის (ანგულემი) და სამხედრო (რიუელი) მრეწველობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 440.