ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა ჰაავა, დაბად. ანა როზალი ჰავაკივი (ესტ. Anna Rosalie Haavakivi, დ. 15 ოქტომბერი, 1864 — გ. 13 მარტი, 1957) — ესტონელი პოეტი და მთარგმნელი, ესტონეთის სსრ სახალხო მწერალი, ესტონეთის მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი (1922 წ.). [1]

ანა ჰაავა
მშობლიური სახელი ესტ. Anna Rosalie Haavakivi
დაბადების სახელი ანა როზალიე ჰაავაკივი
(ესტ. Anna Rosalie Haavakivi)
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი 1864
ჰაავაკივის ფერმა, ტარტუს ოლქი, ესტონეთი
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1957 (92 წლის)
ტარტუ
ეროვნება ესტონელი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ესტონეთის დროშა ესტონეთი
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი
ჯილდოები ესტონეთის სსრ სახალხო მწერალი
სსრკ ორდენი საპატიო ნიშანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანა  დაიბადა ჰაავაკივის ფერმაში,  ტარტუს ოლქში (პრიჩუდიე, კოდავერე) ინტელიგენტი  გლეხის ოჯახში, სადაც  ყოველთვის კითხულობდნენ წიგნებს და გაზეთებს. მამა განათლებული პიროვნება გახლდათ, უკრავდა ვიოლინოზე, რომლის თანხლებით ანა ხშირად მღეროდა, მონაწილეობდა ვანემუინის თეატრალური საზოგადოების შეხვედრებში (ესტ. Vanemuine) და იყო ტარტუს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრი. როდესაც გოგონა 5 წლის იყო, ოჯახმა დანაზოგი ნათესავს ანდო, რომელსაც ის მეპატრონისგან უნდა გამოესყიდა, მაგრამ ნათესავმა ფერმა თავის სახელზე გაიფორმა, რითაც ანას ოჯახი გაწირა სიღატაკისთვის. სირთულეების მიუხედავად, ანამ კარგი განათლება მიიღო. სწავლობდა კერძო გერმანულ დაწყებით სკოლაში. სკოლის პერიოდში ატარებდა გერმანულ გვარს, ესპენშტეინს.  როდესაც დიპლომი აიღო, დაჟინებით მოითხოვა დაბადების გვარის — ჰაავაკივის დაბრუნება. [2]

1880-1884 წლებში ანა სწავლობდა ტარტუს ქალთა უმაღლეს სკოლაში (ესტ. Tartu Kõrgem Tütarlastekool), რის შემდეგაც აიღო იმ პერიოდში ესტონელი ქალისთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი უმაღლესი განათლება — სახლის მასწავლებლის დიპლომი. ანამ პირველი და ერთადერთი სიყვარული ხალხურ გუნდში გაიცნო, იგი გახლდათ ტარტუს უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტის სტუდენტი. მაგრამ  1889 წელს მისი მამა, დედა, და და შეყვარებული დაიღუპნენ.[3]

 
ანა ჰაავა

1892-1894 წლებში ანა მკურნალობდა გერმანიის სხვადასხვა საავადმყოფოებში.  1899 წლამდე მუშაობდა მასწავლებლად ოჯახში და მედდად პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, შემდეგ  — ეკონომისტად ძმის, ჰაავაკივის სახლში. ავადმყოფობის მერე გადავიდა ტარტუში (1909), სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

1920 წელს ანას პარალიჩი დაემართა, მაგრამ დაავადებამ ვერ გატეხა. აღიარება სიცოცხლის ბოლოს მოვიდა. 75 წლის იუბილეზე ქალაქ ტარტუს ხელმძღვანელობამ მას ბინა აჩუქა.

1954 წელს  აღინიშნა პოეტის 90 წლის იუბილეზე ტარტუს უნივერსიტეტის საზეიმო დარბაზში. ამ ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას პოეტის სახელი  დაერქვა.

ანა ჰაავა გარდაიცვალა ტარტუში, 92 წლის ასაკში, 1957 წლის 13 მარტს. დაკრძალეს  რაადის სასაფლაოზე. საფლავის ქვას პოეტის ლექსი ამშვენებს.[4][5]

2006 წელს ანა ჰაავას მემორიალური ოთახი გაიხსნა ასიკვერეს საზოგადოებრივ ცენტრში, იგევამააში, ესტონეთი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • საპატიო ნიშანი (30.12.1956)
  • არწივის ჯვრის მე-3 ხარისხის ორდენი ( 1930)
  • ესტონეთის წითელი ჯვრის II ხარისხის ორდენი,( 1935 წ).

შემოქმედება

რედაქტირება
 
ანა ჰაავას საფლავის ქვა

ანას პირველი ლექსები გაზეთებში 1886 წელს დაიბეჭდა. პოეზიის გარდა, მას ასევე ეკუთვნის პროზაული ნაწარმოები "პატარა ჩანახატები ესტონეთიდან" (ესტ. "Väikesed pildid Eestist" 1911), თავისივე შედგენილი აფორიზმის კრებული "ერთი მუჭა სიმართლე" (Est. "Peotäis tõtt" 1900).  ანა ჰაავამ ასევე თარგმნა კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები:  შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", გოეთეს "ეგმონტი", შილერის "უილიამ ტელი", ჰანს ქრისტიან  ანდერსენის ხღაპრები, რაც მისი მთავარი შემოსავლის წყარო გახლდათ. 1906 წლიდან ანა გახდა თავისუფალი მწერალი.  მისი ლექსები ითარგმნა რუსულ, ფინურ, უნგრულ, გერმანულ, ესპერანტო და სხვა ენებზე.[6]

მისი პოეზიის მთავარი თემა ყოველთვის სიყვარული იყო. მის შესახებ შემოქმედი  წერდა  გულწრფელად, ინტიმურად. ილტვოდა სილამაზისა და ჰარმონიისკენ ("მე შემიძლია", "სიყვარული მოდის მხოლოდ ერთხელ").

პოეტის ლექსების მეორე ცენტრალური თემა  სოციალური უსამართლობის დაგმობა იყო ("ჩვენ", "გზიდან"). წერდა ლექსებს ისტორიულ თემაზე, მათგან აღსანიშნავია ლექსი"ხმლითა და ჯვრით".

ანა ჰაავას პოეზია მუსიკალურობით გამოირჩეოდა. მისი ლექსების საფუძველზე მრავალი სიმღერა შეიქმნა. [7]

  1. Vabar, Sven. "Anna Haava". sisu.ut.ee (in Estonian). Retrieved 2020-03-07.
  2. "Анна Хаава. Великие люди Эстонии. Эстония. "Las Flores"". 2008-05-08. Archived from the original on 2008-05-08. Retrieved 2020-03-12.
  3. "A Brief History of Estonia". www.localhistories.org. Retrieved 2020-03-12.
  4. "4330 Anna Haava (1864-1957) haud • Mälestised". register.muinas.ee. Retrieved 2020-03-13.
  5. Kolm eesti laulu Anna Haava sõndele (1937-1940) = Drei Lieder für eine Singstimme mit Klavierbegleitung nach Gedichten von Anna Haava (გერმ.), Ikuro-Ed., 2006, OCLC 724933207, retrieved 2020-03-12
  6. Vabar, Sven. "Anna Haava - poems". sisu.ut.ee (ესტ.). Retrieved 2020-03-12.
  7. "Anna Khaava". TheFreeDictionary.com. Retrieved 2020-03-08.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ჰაავა“-დან