ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა პოპლუელი (ინგლ. Anna Popplewell; დ. 16 დეკემბერი, 1988, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო[1]) — ინგლისელი მსახიობი. სახელი გაითქვა ფილმების სერია „ნარნიის ქრონიკებში“ შესრულებული სიუზენ პევენსისა და სერიალში „სამეფო“ შესრულებული ლედი ლოლას როლებით.

ანა პოპლუელი
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1988
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო
ეთნიკურად ინგლისელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1998-დღემდე

ბავშვობა, ოჯახი და განათლება

რედაქტირება

ანა პოპლუელი დაიბადა 1988 წლის 16 დეკემბერს ლონდონში. იგი არის უზენაესი მოსამართლის, ენდრიუ პოპლუელისა და მისი მეუღლის, დერმატოლოგ დებრა ლომასის სამი შვილიდან უფროსი. მას ერთი უმცროსი და და ერთი უმცროსი ძმა ჰყავს. მისი და, ლულუ პოპლუელი ასევე მსახიობია და სახელი გაითქვა ფილმ „ნამდვილ სიყვარულში“ შესრულებული დეიზის როლით. რაც შეეხება მის ძმას, ფრედი პოპლუელს, დების მსაგვას ისიც მსახიობია და ცნობილი ფილმში „პიტერ პენი“ შესრულებული მაიკლ დარლინგის როლით გახდა ცნობილი. მისი ბაბუა, ოლივერ პოპლუელი ასევე უზენაესი მოსამართლე იყო, ხოლო ბიძამისი ნიგელ პოპლუელი ცნობილი კრიკეტის მოთამაშეა.

2007 წელს ანა პოპლუელმა დაამთავრა ლონდონის ჩრდილოეთ კოლეჯიატის სკოლა და სწავლა ოქსფორდშირში, მაგდალენის უნივერსიტეტში განაგრძო ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით[2].

ანა პოპლუელის პირველი სასცენო დებიუტი ჯერ კიდევ 1998 წელს, ექვსი წლის ასაკში შედგა ფილმში „Frenchman's Creek“ შესრულებული ჰენრიეტას როლით. ამას მალევე მოჰყვა 1999 წელს ფილმში „მანსფილდის პარკი“ მიღებული ბეტსის როლი. 2000 წელს ითამაშა ფილმ „პატარა ვამპირში“, სადაც განასახიერა ანა საკვილ-ბეგი. 2001 წელს ფილმში „მე შენს გარეშე“ შეასრულა ახალგაზრდა მარინას როლი. 2002 წელს გადაიღეს სერიალ „დანიელ დერონდას“ ეპიზოდურ როლში, რასაც 2003 წელს მოჰყვა ფილმში „გოგონა იასამნისფერი საყურით“ შესრულებული მარჯის როლი.

2005 წელს ანა პოპლუელი დაამტკიცეს ფილმების სერიაში „ნარნიის ქრონიკები“, სადაც სიუზენ პევენსის როლი მიიღო. ამ როლით მან მონაწილეობა მიიღო ფილმის სამ სერიაში: „ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და კარადა“, „ნარნიის ქრონიკები: კასპიელი პრინცი“ და „ნარნიის ქრონიკები: ცისკრის მოვაჭრის ვოიაჯერი“. ამ როლმა მას საოცარი პოპულარობა და აღიარება მოუტანა, განსაკუთრებით ბავშვებში, რის გამოც იგი სამჯერ იყო წარდგენილი „რჩეული მსახიობის“ ნომინაციაზე, რომელთაგან სიუზენ პევენსის როლით ორი მოიგო[3].

2013 წელს ანა დაამტკიცეს რიგით მეორე დიდ როლზე სერიალში „სამეფო“, სადაც შეასრულა ლედი ლოლას როლი. ეს სერიალი დედოფალ მარიამ სტიუარტის ცხოვრებას მოგვითხრობს, ლოლა კი მისი ერთ-ერთი ფრეილინაა, რომელიც მოგვიანებით მარიამის საქმროსთან დაწვება და უკანონო ვაჟს გააჩენს, შემდეგ კი ღალატისათვის ინგლისიში ჰკვეთენ თავს. მართალია ეს პერსონაჟი რეჟისორის გამოგონილია, თუმცა ანასათვის დიდი პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა. იგი სერიალის ყველა სეზონსა და ეპიზოდში თამაშობს, გარდა ბოლო სერიებისა, სადაც უკვე სიკვდილითაა დასჯილი. იგი სერიალში 2017 წლამდე თამაშობდა, გადაღებები კი ირლანდიასა და კანადაში მიმდინარეობდა[4].

ასევე 2017 წელს, ანამ რომანოვებზე გადაღებულ ფილმში „უკანასკნელი დაბადების დღე“ შეასრულა დიდ მთავარ ოლღა რომანოვას როლი. ამას 2019 წელს მოჰყვა სერიალში „შენ აქ ხარ“ შესრულებული ტანიას როლი.

  1. "What Happened on December 16, 1988". OnThisDay.com. Retrieved 19 July 2019.
  2. "The Big 6" (PDF). Newsletter. North London Collegiate School. March 2006. Archived from the original (PDF) on 30 May 2008. Retrieved 22 May 2008.
  3. Anna Popplewell and Andrew Adamson (2006). The Chronicles of Narnia: The Lion, the Witch and the Wardrobe [Cast Commentary] (DVD).
  4. "M3 - Details დაარქივებული 2014-10-28 საიტზე Wayback Machine. ". bellmediapr.ca.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_პოპლუელი“-დან