ანა დე ველასკო ი გირონი
ანა დე ველასკო ი გირონი (ესპ. Ana de Velasco y Girón; დ. 12 მარტი, 1585 — გ. 7 ნოემბერი, 1607) — ესპანელი დიდგვაროვანი. ფრიასების დინასტიის წარმომადგენელი. ფრიასის ჰერცოგისა და ნეაპოლის გუბერნატორ ხუან ფერნანდეს დე ველასკოსა და მისი მეუღლის, მარია ტელეს-გირონის ქალიშვილი. ბრაგანსის დინასტიის დამააარსებლის, პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ის დედა.
ანა დე ველასკო ი გირონი | |
---|---|
წოდებები
ბრაგანსის ჰერცოგინია | |
დაიბადა |
12 მარტი, 1585 ნეაპოლი, იტალია |
გარდაიცვალა |
7 ნოემბერი, 1607, (22 წლის) ევორა, პორტუგალია |
საგვარეულო | ფრიასები |
მეუღლე(ები) | თეოდოშიუ II, ბრაგანსის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი | ჟუან IV, პორტუგალიის მეფე |
მამა | ხუან ფერნანდეს დე ვალასკო, ფრიასის ჰერცოგი |
დედა | მარია ტელეს-გირონი |
რელიგია | კათოლიციზმი |
1603 წლის 17 ივნისს ცოლად გაჰყვა ბრაგანსის ჰერცოგ თეოდოშიუ II-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი. იგი 22 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას.
შვილები
რედაქტირება- ჟუან IV (1604-1656), ბრაგანსის ჰერცოგი და პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო ლუიზა დე გუსმანი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ორი მეფე: აფონსუ VI და პედრუ II, ასევე ინგლისისა და შოტლანდიის დედოფალი კატარინა ბრაგანსა;
- დუარტე (1605-1649), ვილა-დე-კონდეს სენიორი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- კატარინა (1606-1610), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ალექსანდრე (1607-1637), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
ლიტერატურა
რედაქტირება- Ferrer Valls, Teresa. Nobleza y espectáculo teatral (1535-1622). Valencia: Colección Oberta. pp. 225-234. ISBN 84-370-1150-7.