ანა ბლაუნტი (ინგლ. Anna Blount (დ. 18 იანვარი, 1872 – გ. 12 თებერვალი, 1953) — ამერიკელი ექიმი ჩიკაგოდან [3] და ოაკ-პარკიდან. ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტმა 1897 წლის 17 ივნისს მას მედიცინის დოქტორის წოდება მიანიჭა. იგი უანგაროდ სთავაზობდა სამედიცინო მომსახურებას ჩიკაგოს დასახლებაში მდებარე Hull House-ის მობინადრეებს, რომელიც დაარსდა 1889 წელს. ანა ბლაუნტი სხვა ქალებსაც მოუწოდებდა გამხდარიყვნენ ექიმები. იყო ექიმ ქალთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.

ანა ბლაუნტი
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1872(1872-01-18)[1]
დაბ. ადგილი Oregon
გარდ. თარიღი 12 თებერვალი, 1953(1953-02-12) (81 წლის) ან 1940-იანები[1]
მოქალაქეობა აშშ[2]
საქმიანობა ექიმი და suffragist[2]

სექსუალური განათლება და შობადობის კონტროლი

რედაქტირება

ანა ბლაუნტი ემხრობოდა კონტროლის დაწესებას შობადობაზე და იყო შობადობის კონტროლის მოძრაობის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ Birth Control Review-ში. მუშაობდა პირველი ამერიკული კონცეფციის კომიტეტში შობადობის კონტროლის შესახებ. ბლანტი კითხულობდა ლექციებს " სექსუალურ ჰიგიენაზე" ჩიკაგოს უმაღლეს სკოლებში, კლუბებსა და უნივერსიტეტებში. [4] მან შექმნა ბროშურები. მაგალითად: "საუბარი დედებთან", სადაც განხილული იყო პრეზერვატივის გამოყენება. მას მიაჩნდა, რომ არასწორი იყო „ქალების დაცვა“ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან.[4] ბლაუნტი ავრცელებდა ინფორმაციას შობადობის კონტროლის შესახებ. ამით პირდაპირ არღვევდა კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა დისკუსიებს შობადობის კონტროლის შესახებ. [5]

ანა ბლაუნტი იყო ჩიკაგოს მოქალაქეთა დაბადების კონტროლის კომიტეტის აქტიური წევრი. ოციან წლებში იგი ხაზს უსვამდა ექიმებს შორის ქალების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობას. მის სახელმძღვანელოს დაბადების კონტროლის შესახებ ერქვა: "საუბარი ექიმის დედებთან, რომელიც თავად დედაა". მან წარმოადგინა საკუთარი თავი, როგორც პროფესიონალურად მომზადებულმა პიროვნებამ ქალებისთვის კონსულტაციის გასაწევად შობადობის კონტროლის სფეროში. მისი სტატუსი ლეგიტიმირებული იყო იმით, რომ მას ჰყავდა სამი შვილი და სპეციალიზებული იყო გინეკოლოგიასა და პედიატრიაში[6] .

დოქტორმა ბლაუნტმა ასევე მხარს უჭერდა ევგენიკის იდეას. [7] მან ევგენიკას უწოდა „თანამედროვე დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრაობა.“ [8] იგი ხელმძღვანელობდა ევგენიკის განათლების საზოგადოებას ჩიკაგოში. ბლაუნტი თვლიდა, რომ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ შვილები მხოლოდ ფსიქიკურად და ფიზიკურად ყველაზე ჯანმრთელი ადამიანებისგან. მას სჯეროდა, რომ „სისასტიკე მემკვიდრეობითი თვისებაა“. [4] იგი ალკოჰოლიზმს, სხვა საკითხებთან ერთად, უკავშირებდა მემკვიდრეობას. [4] ბლაუნტს სჯეროდა, რომ მოსახლეობის შემცირება ხელს შეუწყობდა ომის და მსოფლიო შიმშილის თავიდან აცილებას. [9]

ბლაუნტს არ სჯეროდა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთით უკმაყოფილონი იყვნენ, ქორწინებაში უნდა დარჩენილიყვნენ და ვარაუდობდა, რომ სასამართლოში განქორწინების პროცედურა უნდა გამარტივებულიყო. [10] იგი მხარს უჭერდა განქორწინების საკითხებზე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ქალებისგან დაკომპლექტებას. [11]

ქალთა ხმის მიცემის უფლება

რედაქტირება
 
ბლანტი სუფრაჟისტების მიტინგზე ილინოისში

დოქტორი ბლაუნტი იყო ქალთა ხმის უფლების მოძრაობის ლიდერი. [12] [13] [14] [15] [16] ასევე ჩიკაგოს ქალთა კლუბის და ოაკ პარკის [17] ქალთა კლუბის წევრი [18] ბლაუნტი გამოდიოდა კლუბური ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ აფროამერიკელი ქალების გაწევრიანებას.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დოქტორი ანა ბლაუნტი და მისი მეუღლე რალფ ერლ ბლაუნტი მუშაობდნენ Hull House-ში. [19] ისინი ცხოვრობდნენ ოაკ პარკში, ილინოისში და ჰყავდათ სამი შვილი: უოლტერ პატნემი, ერლ ელსვორტი და რუთ ამელია. [20] უოლტერიც და რუთიც ექიმები გახდნენ, რუთი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან 1934 წლის 16 ივნისს, იყო ერთ-ერთი იმ ქალთაგანი, რომელსაც დედამ უბიძგა ექიმის პროფესიის არჩევისკენ. [21] [22] [23]

  1. 1.0 1.1 https://documents.alexanderstreet.com/d/1009639927
  2. 2.0 2.1 Online Biographical Dictionary of the Woman Suffrage Movement in the United States / T. Dublin, K. K. SklarAlexander Street Press.
  3. „Suffragists Find Teas Help Cause“. The Leavenworth Times. 1913-01-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-17. ციტირების თარიღი: 2022-03-23 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Oveyssi 2015.
  5. „Club Women To Defy Law and Preach Birth Control“. The Denver Post. 1916-09-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-23. ციტირების თარიღი: 2022-03-23.
  6. Kuźma-Markowska, Zdrowe Matki, Chichiane Dzieci, pages 193-194
  7. „Catholic Priest Argues Against Birth Control“. Chicago Daily Tribune. 1917-03-25. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
  8. „Look Before Leaping is Eugenics Advice“. The Inter Ocean. 1914-03-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2022-03-23 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  9. „Reduce Births, Thus Prevent Future Wars, Says Woman“. Los Angeles Herald. 1915-10-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-23. ციტირების თარიღი: 2022-03-23 – წარმოდგენილია California Digital Newspaper Collection-ის მიერ.
  10. „Free Love Doctrine Agitates Chicago“. The Rock Island Argus and Daily Union. 1913-03-29. ციტირების თარიღი: 2017-01-22 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  11. „Make Divorces Easier“. The Richmond Item. 1907-08-27. ციტირების თარიღი: 2017-01-22 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  12. „Women Plan Tactics for Victory“. Woman's Journal. 153 (20). 1912-05-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-01. ციტირების თარიღი: 2022-06-10 – წარმოდგენილია HeinOnline-ის მიერ.
  13. „On Boat Trip for Suffrage“. Lawrence Daily Journal-World. 1912-08-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: 2022-03-23 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  14. „Trout Wing Holds Sway Over Women“. The Rock Island Argus and Daily Union. 1913-11-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: 2022-03-23 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  15. „Fur Flies When the Sanitary Seekers Take a Fall Out of the Fussy Suff'ers“. The Gazette Times. Pittsburgh. 1913-04-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: 2022-03-23 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  16. „Dr. Anna Blount Deplores Insufficiency of Suffrage“. Chicago Daily Tribune. 1913-07-09. ციტირების თარიღი: 2017-01-22 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  17. „Protests Move to Curb Birth“. Chicago Daily Tribune. 1917-01-03. ციტირების თარიღი: 2017-01-18 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  18. Poplett and Porucznik, The Woman Who Never Fails, page 14.
  19. http://janeaddams.ramapo.edu/about-jane-addams/hull-house-residents დაარქივებული 2021-12-26 საიტზე Wayback Machine. , retrieved 10/10/2019.
  20. См. Ruth Blount Bennett, MD, and W.P. Blount, MD, Destruction of Epiphyses By Freezing, The Journal of the American Medical Association, August 31, 1935, Vol 105, pp 661-662.
  21. “Prominent Woman’s Suffrage Workers Have Big Families: Duty of Motherhood Argument for Granting of the Ballot,” Chicago Sunday Tribune, March 3, 1912, page 75.
  22. Kuźma-Markowska, Zdrowe Matki, Chichiane Dzieci, pages 193-194.
  23. Kuźma-Markowska, Zdrowe Matki, Chichiane Dzieci, pages 193-194.