ანაფილაქსია

(გადამისამართდა გვერდიდან ანაფილაქტიური შოკი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანაფილაქსია (ბერძ. ανα „ანა“ — საწინააღმდეგო, და φύλαξις „ფილაქსის“ — დაცვა) — ჰიპერსენსური ალერგიული რეაქცია, რომელიც უვითარდება ადამიანს ან ძუძუმწოვარს მის ორგანიზმში უცხო ანტიგენ-ალერგენის შეღწევისას. ანაფილაქსია შეიძლება წარმოიშვეს ალერგენის გადაყლაპვის, კანთან შეხების, ინექციისა ან იშვიათ შემთხვევაში, ჩასუნთქვის მეშვეობით.

ანაფილაქსიური შოკი არის ანაფილაქსიის ყველაზე დაუნდობელი ფორმა, რომელმაც შეიძლება რამდენიმე წუთში ან საათში გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი.

სიმპტომები

რედაქტირება

ანაფილაქსიის პირველი სიმპტომი არის მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ალერგენის ორგანიზმთან შეხების ადგილას ადამიანი განიცდის უჩვეულო მკვეთრ ტკივილს. ნაკბენი ან ნანემსარი ადგილი სივდება და წითლდება. ქავილი შეხების ადგილიდან მთელ ორგანზმს სწრაფად გადაეცემა. ალერგენის გადაყლაპვის შემთხვევაში პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს მკვეთრი ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და პირისღებინება, აგრეთვე პირის ღრუსა და ხორხის დასიება.

სწრაფად სივდება ხორხი, ავადმყოფს ეწყება ბრონქოსპაზმი და ლარინგოსპაზმი, რაც ართულებს სუნთქვას. შეზღუდული სუნთქვა იწვევს გახშირებულ, ხმაურიან და ხრინწიან სუნთქვას (ასთმური სუნთქვა). ვითარდება ჰიპოქსია. ავადმყოფი მკვეთრად ფერმკრთალდება, ვარდება არტერიული წნევა. ანაფილაქსიით დაავადებულს შეიძლება გულიც წაუვიდეს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანაფილაქსია“-დან