ანარქო-პაციფიზმი (აგრეთვე პაციფისტური ანარქიზმი ან ანარქისტული პაციფიზმი) — ანარქიზმის ფარგლებში გააზრებული სკოლა, რომელიც ემსახურება მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმების გამოყენებას სოციალური ცვლილებების მისაღწევად.[1][2] ანარქო-პაციფიზმი უარყოფს ძალადობის პრინციპს, რომელიც აღიქმება როგორც ძალაუფლების ფორმა და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება მთავარ ანარქისტულ იდეალებს, როგორიცაა იერარქიისა და დომინანტობის უარყოფა.[3] ამასთან, ანარქო-პაციფისტები არ უარყოფენ კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს მიმართ არაძალადობრივი რევოლუციური მოქმედების გამოყენებას მშვიდობიანი მოხალისეობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით.[4] ამ საკითხზე ძირითადი ადრეული გავლენა ჰქონდა ჰენრი დევიდ ტოროს და ლევ ტოლსტოის ფილოსოფიებს, ხოლო მოგვიანებით მაჰათმა განდის იდეებმა მოიპოვა დიდი მნიშვნელობა. ანარქო-პაციფისტური მოძრაობები, ძირითადად, ჩნდებოდა რუსეთში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში და შეერთებულ შტატებში, მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს.

 
ჰენრი დევიდ ტორო
 
გატეხილი თოფი და წრე-A
 
მსგავსება ანარქიზმის და მშვიდობის სიმბოლოებს შორის.

ჰენრი დევიდ ტორო (1817–1862) მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ინდივიდუალისტურ ანარქისტულ აზროვნებაში შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ტოროს ესსემ „ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ (სამოქალაქო ხელისუფლების წინააღმდეგობა) გავლენა მოახდინა მაჰათმა განდიზე, მარტინ ლუთერ კინგზე, მარტინ ბუბერსა და ლევ ტოლსტოის არაძალადობრივი წინააღმდეგობის იდეებზე.[1] ბრიტანეთის სამშვიდობო კავშირის თანახმად, იგი ასევე იყო ანარქო-პაციფიზმის მთავარი პრეცედენტი. თავად ტორო არ ემორჩილებოდა პაციფიზმს და არ უარყოფდა აჯანყებისას შეიარაღების გამოყენებას. მან ეს აჩვენა ჯონ ბრაუნსა და სხვა ძალადობრივ ელიმინაციონისტებს მისი არაკვალიფიციური მხარდაჭერა.[5] ბრაუნთან წერილში ის წერს, რომ „საკითხი არ ეხება იარაღს, არამედ სულს, რომელშიც თქვენ იყენებთ მას“.[6]

1840-იან წლებში ამერიკელმა აბოლიციონისტმა და წინაღუდგომლობის დამცველმა ჰენრი კლარკ რაიტმა და მისმა ინგლისელმა მიმდევარმა ჯოზეფ ბარკერმა უარყვეს მთავრობების იდეა და მხარი დაუჭირეს პაციფისტურ-ინდივიდუალისტური ანარქიზმის ფორმას. ანარქო-პაციფიზმს ეხმარებოდა ქრისტიანული ანარქიზმი. ტოლსტოის მოძრაობა რუსეთში იყო პირველი ფართომასშტაბიანი ანარქო-პაციფისტური მოძრაობა.

ძალადობა ყოველთვის საკამათო იყო ანარქიზმში. მაშინ როცა ანარქისტები ეწეოდნენ ძალადობის პროპაგანდას მიზნის მისაღწევად, ანარქო-პაციფისტები გმობდნენ ძალის გამოყენებას. ტოლსტოი ამტკიცებს, რომ ანარქიზმი უნდა იყოს არაძალადობრივი, რადგანაც სახელმწიფო თანდაყოლილი ძალადობითაა განპირობებული, აზრიანი პაციფიზმიც ანარქისტული უნდა იყოს. ანარქო-პაციფიზმის მიხედვით, რადგან სახელმწიფო თავისთავად ძალადობრივი სტრუქტურას წარმოადგენს, ყველა პაციფისტი, სახელმწიფოს წინააღმდეგი უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აინტერესებთ სახელმწიფოს ბედი ომის შემთხვევაში. პაციფიზმის არსი ისაა, რომ ადამიანი არის მშვიდობის მომხრე და არავითარი მიზნის გამო იარაღს არ დაიკავებს ხელში, არ მოკლავს ადამიანს. ფერდინანდ დომელა ნიუვენჰუიუსი ასევე მნიშვნელოვანი იყო ანარქისტული მოძრაობის დროს პაციფისტური ტენდენციის დამკვიდრებაში.[2]

 
დოროთი დეი, ამერიკელი ქრისტიანი ანარქისტი და ანარქო-პაციფისტი
 
ბარტ დე ლიგტი, ჰოლანდიელი გავლენიანი ანარქო-პაციფისტი მწერალი, ავტორი ნაშრომის „ძალადობის დაპყრობა“

ტოლსტოის ფილოსოფია იყო მთავარი შთაგონება ინდოეთის დამოუკიდებლობის ლიდერი მაჰათმა განდისთვის და ის, როგორც პაციფისტი თვითრეგულირებულ იქნა ანარქისტად. „განდის იდეები დასავლეთში პოპულარიზებულ იქნა ისეთ წიგნებში, როგორებიცაა რიჩარდ გრეგის ძალადობისარგამოყენების ძალა“ (1935), და ბარტ დე ლიგტის „ძალადობის დაპყრობა“ (1937). ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანარქისტებისთვის, რადგან თავად დე ლიგტმა სპეციალურად მიმართა მათ, ვინც რევოლუციისკენ მიისწრაფვის. „რაც უფრო მეტია ძალადობა, ნაკლებია რევოლუცია“ თქვა მან. მან ასევე დაუკავშირა განდის პრინციპული არაძალადობა სინდიკალისტთა პრაგმატულ არაძალადობრივ პირდაპირ მოქმედებას.[1] ძალადობის დაპყრობა იმოწმებს კროპოტკინის „პურის დაპყრობას“.[7]

როგორც გლობალური მოძრაობა, ანარქისტული პაციფიზმი წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში და შეერთებულ შტატებში და ძლიერი იყო ბირთვული განიარაღების შემდგომი კამპანიების დროს. ამერიკელმა მწერალმა დუაიტ მაკდონალდმა წამოჭრა ანარქო-პაციფისტური შეხედულებები 1940-იან წლებში და გამოიყენა თავისი ჟურნალი პოლიტიკა ამ იდეების საზოგადოებისთვის გასაცნობად.[8]

1950-იან და 1960-იან წლებში ანარქო-პაციფიზმმა „დაიწყო მწვავე მოაზროვნე ანარქისტების მოზიდვა, მთავარ იდეოლოგიას დაამატეს კრიტიკა სახელმწიფოსადმი, ხოლო მოაზროვნე პაციფისტებმა- თავიანთი კრიტიკა ძალადობის შესახებ“.[1] ახალი მემარცხენეობისა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წარმოქმნის კონტექსტში, „რამდენიმე თემამ, თეორიამ, მოქმედებამ, ყველზე მეტა აშკარად ლიბერტარიანულმა, დაიწყო აზრზე მოსვლა და ამ ყველაფერს ინტელექტუალური გამოხატულება მისცა ამერიკელმა ანარქო-პაციფისტმა პოლ გუდმანმა“.

სხვა ნიშანდობლივი ანარქო-პაციფისტური ისტორიული ფიგურები იყვნენ ამონი ჰენასი, დოროთი დეი და მოკლე პერიოდისათვის, 1939-1940 წლებში, ჟან-პოლ სარტრი. [9] დოროთი დეი, (დ. 8 ნოემბერი, 1897 - 29 ნოემბერი, 1980) იყო ამერიკელი ჟურნალისტი, სოციალური აქტივისტი და ერთგული კათოლიკე. იგი მხარს უჭერდა კათოლიკური ეკონომიკური თეორიის განაწილებას. იგი ასევე ითვლებოდა ანარქისტად.[10][11][12][13] 1930-იან წლებში, დეი მჭიდროდ თანამშრომლობდა თანამემამულე აქტივისტ პიტერ მაურინთან, რათა დაარსებულიყო კათოლიკური მუშათა მოძრაობა, არაძალადობრივი, პაციფისტური მოძრაობა, რომელიც გააგრძელებდა ღარიბთა და უსახლკაროთა პირდაპირ დახმარებას არაძალადობრივი უშუალო მოქმედებით. ამონ ჰენატი (24 ივლისი, 1893 - 14 იანვარი, 1970) იყო ამერიკელი პაციფისტი, ქრისტიანი ანარქისტი, ვეგეტარიანელი, სოციალური აქტივისტი, კათოლიკური მუშათა მოძრაობისა და ვობლის წევრი. მან ჩამოაყალიბა „ჯო ჰილის სტუმართმოყვარეობის სახლი“, იოლში, სოლტ-ლეიკ სიტიში და წააწყდა საგადასახადო წინააღმდეგობას. ჩარლზ-ავგუსტე ბონტემპსი მაღალანაზღაურებადი ავტორი იყო, ძირითადად, იმდროინდელი ანარქისტული, თავისუფალი აზროვნების, პაციფისტური და ნატურალისტური იდეების გამტარებელი პრესაში.[14] მისი შეხედულება ანარქიზმის შესახებ ეფუძნებოდა მისსავე კონცეფციას „სოციალური ინდივიდუალიზმის“ შესახებ, რომელზეც მან ვრცლად დაწერა. იგი იცავდა ანარქისტულ პერსპექტივას, რომელიც შედგებოდა „ნივთების კოლექტივიზმში და პირთა ინდივიდუალიზმში“.[15] ჯერარ დე ლაკაზ-დუიტერი იყო ფრანგი მწერალი, ხელოვნებათმცოდნე, პაციფისტი და ანარქისტი. მისი ნაშრომი L'Ideal Humain de l'Art (1906) რომელიც ეხებოდა ცხოვრებას ხელოვნების სამსახურში. მისი იდეალი იყო ანტიელიტარული ესთეტიზმი. ავტორის აზრით, „ყველა კაცი უნდა იყოს მხატვარი“.[16] ჟან-რენე საულიერი (ასევე რენე საულიერი) (6 სექტემბერი, 1911, ბორდო, - 2 იანვარი, 1999) იყო ფრანგი ანარქო-პაციფისტი, ინდივიდუალისტური ანარქისტი[17] და თავისუფალი მწერალი და მილიციელი, რომელიც მიდიოდა ფსევდონიმით André Arru.[18][19][20]

ნააზრევი

რედაქტირება

„ანარქისტებისთვის პაციფიზმისკენ მიზიდულობა აშკარაა. ძალადობა არის ავტორიტარული და იძულებითი და ამიტომ მისი გამოყენება ეწინააღმდეგება ანარქისტულ პრინციპებს. ერიკო მალატესტა კიდევ უფრო აშკარად გამოხატავს ამ აზრს, როდესაც მან დაწერა, რომ „ანარქიზმის მთავარი მიზანია ძალადობის მოსპობა ადამიანური ურთიერთობებიდან“ და შესაბამისად ანარქისტები „ეწინააღმდეგებიან ძალადობას“.[21] ანარქო – პაციფისტები თვლიან, რომ სახელმწიფო განიხილება როგორც „ორგანიზებული ძალადობა“ და ამიტომ მიიჩნევენ, რომ „ლოგიკური იქნებოდა, ანარქისტებმა უარი თქვან ყველა ძალადობაზე“.[1]

კაპიტალიზმის ანარქო-პაციფისტური კრიტიკა განიხილა ბარტ დე ლიგტმა თავის წიგნში „ძალადობის დაპყრობა“. დე ლიგტისა და ყველა ანარქისტისათვის ძალადობა კაპიტალისტური სისტემის თანდაყოლილია და კაპიტალიზმისკენ მიმავალი ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელია მშვიდობის მისაღწევად. ეს იმიტომ ხდება, რომ, ერთი მხრივ, ომი ხშირად მხოლოდ ეკონომიკური კონკურენციაა, რომელიც სხვა გზით ხორციელდება. ერები ხშირად იმის გამო იწყებენ ომს, რომ ისინი განიცდიან ეკონომიკურ კრიზისს. რასაც ვერ მიიღებენ ეკონომიკური ბრძოლით, კონფლიქტის გზით ცდილობენ, რომ მიაღწიონ. მეორე მხრივ:

 
„ძალადობა აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში ... [რადგან] ამის გარეშე მმართველ კლასი სრულად ვერ შეძლებს შეინარჩუნოს თავისი პრივილეგირებული პოზიცია თითოეულ ქვეყანაში ექსპლუატაციურ მასასთან მიმართებაში. ჯარი პირველ რიგში და უპირველესად გამოიყენება მუშების შესაკავებლად ... როდესაც ისინი უკმაყოფილონი იქნებიან“. სანამ სახელმწიფო და კაპიტალიზმი არსებობს, ძალადობა გარდაუვალია. თანმიმდევრული პაციფისტი უნდა იყოს ანარქისტი, ისევე, როგორც თანმიმდევრული ანარქისტი უნდა იყოს.“

მარტივად რომ ვთქვათ, ძალადობა შეუცვლელია თანამედროვე საზოგადოებისთვის იმიტომ რომ მმართველი კლასისთვის ჩაგვრის და ძალადობის გარეშე სრულიად შეუძლებელი იქნება შეინარჩუნოს თავისი პრივილეგირებული პოზიცია, რომელიც დაკავშირებულია მასების ექსპლუატაციასთან ყველა ქვეყანაში. ჯარი და პოლიცია არის მოწინავე საშუალება მასების დასამორჩილებლად და დასაშინებლად, ამ გზით ისინი მაქსიმალურად ზღუდავენ მშრომელთა უფლებებს, არმიის და პოლიციის დანიშნულებაა ჩაახშონ ხალხის აქტივობები, გათიშონ ერთმანეთისგან, გამორიცხონ მათი სოლიდარობა და თანადგომა საერთო უფლებებისთვის ბრძოლაში, ცალ-ცალკე კი ადვილია მათი მართვა და დამონება. ანარქო-პაციფისტები თვლიან რომ სანამ სახელმწიფო და კაპიტალიზმი არსებობს, ძალადობა გარდაუვალია, ამიტომ თანმიმდევრული პაციფისტი უნდა იყოს ანარქისტი ისევე როგორც თანმიმდევრული ანარქისტი უნდა იყოს პაციფისტი.[21]

 
ლევ ტოლსტოი

ანარქო-პაციფისტური სტრატეგიის ძირითადი კომპონენტია სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც ამას ითვალისწინებს ადრეული ანარქისტული მოაზროვნის ჰენრი დევიდ ტოროს მიერ ამავე სახელწოდების 1849 წლის ნარკვევი (თუმცა ტორო მტკიცედ უჭერდა მხარს იარაღის გამოყენების უფლებებს და თავდაცვას).[1] ლევ ტოლსტოიზე მან დიდი გავლენა მოახდინა. ასევე პასიური და აქტიური წინააღმდეგობის კონცეფციები მოგვიანებით შეიმუშავა მაჰათმა განდიმ.

ანარქისტების მისწრაფება პაციფიზმისკენ ნათელია. ძალადობა არის ავტორიტარული და იძულებითი, მისი გამოყენება არ ეწინააღმდეგება ანარქიზმის პრინციპებს, სწორედ ამიტომ ანარქისტები ეთანხმებიან მალატესტას როცა ის ამტკიცებს რომ:

 
„ჩვენ ვართ პრინციპულად წინააღმდეგი ძალადობის და ამ მიზნით გვსურს, რომ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა იყოს მშვიდობიანი და ჰუმანური, რამდენადაც ეს შესაძლებელია.“

ანარქისტები მაინც თანხმდებიან რომ ძალადობა ხშირად არის კონტრპროდუქტიული, იწვევს გაუცხოებას ხალხში და აძლევს სახელმწიფოს საბაბს, ჩაახშოს როგორც ანარქისტული, ისე სხვა პოპულარული მოძრაობები რომლებიც იბრძვიან სოციალური ცვლილებებისთვის. ყველა ანარქისტი მხარს უჭერს არაძალადობრივ ქმედებას და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, რომელიც ხშირად უფრო ეფექტურია რადიკალური ცვლილებებისთვის.

წმინდად პაციფისტი ანარქისტები საკმაოდ ცოტანი არიან. მათი უმეტესობა დასაშვებად მიიჩნევს ძალადობას როგორც გარდაუვალ ქმედებას და ემხრობა მის მინიმალურ გამოყენებას. ყველა ეთანხმება იმას, რომ რევოლუცია, რომელიც ეყრდნობა და ეფუძნება ძალადობას, ის უბრალოდ შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ახალ ფორმას და არ იქნება არსებითი განსხვავება მათს შორის. მათ დასაშვებად მიაჩნიათ ძალადობის გამოყენება რომ წინააღმდეგობა გაუწიონ მოძალადეს, თუმცა ანარქო-პაციფისტებს მიაჩნიათ რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ თავდაცვის მიზნით და არ მიაჩნიათ გამართლებულად ძალადობა, რომელიც ემსახურება დასჯას და შურისძიებას. უმეტესობა ანარქისტებისა არ არის პაციფისტი, მაგრამ თითქმის ყველა უარყოფს ძალადობის ნებისმიერ ფორმას ნებისმიერ დროს, გარდა თავდაცვისა და მაშინაც ცდილობს, რომ შეამციროს ის მინიმუმამდე.[22]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Ostergaard, Geoffrey (1982) Resisting the Nation State: The Pacifist and Anarchist Traditions. London: Peace Pledge Union. ISBN 9780902680357. 
  2. 2.0 2.1 Woodcock, George (1962) Anarchism: A History of Libertarian Ideas and Movements. Penguin Books. ISBN 9780140168211. 
  3. Williams, Dana (24 August 2017). „Contemporary anarchist and anarchistic movements“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. Atack, Iain (2005) The Ethics of Peace and War. Edinburgh: Edinburgh University Press. ISBN 9780748622450. 
  5. James Mark Shields, "Thoreau’s Lengthening Shadow: Pacifism and the Legacy of 'Civil Disobedience'" Bucknell University website
  6. Michael Meyer "Thoreau's Rescue of John Brown from History" Studies in the American Renaissance (1980), pp. 301–316
  7. "Anarchism and the Movement for a New Society: Direct Action and Prefigurative Community in the 1970s and 80s" by Andrew Cornell. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-18. ციტირების თარიღი: 2020-05-22.
  8. Wald, Alan M. The New York Intellectuals: The Rise and Decline of the Anti-Stalinist Left From the 1930s to the 1980s. UNC Press Books, 1987 ISBN 0807841692, (p. 210).
  9. Taylor, John, "Abandoning Pacifism: The Case of Sartre", Journal of European Studies, Vol. 89, 1993
  10. Day, Dorothy. On Pilgrimage – May 1974 დაარქივებული 2012-10-07 საიტზე Wayback Machine. , "There was no time to answer the one great disagreement which was in their minds—how can you reconcile your Faith in the monolithic, authoritarian Church which seems so far from Jesus who "had no place to lay his head," and who said "sell what you have and give to the poor,"--with your anarchism? Because I have been behind bars in police stations, houses of detention, jails and prison farms, whatsoever they are called, eleven times, and have refused to pay Federal income taxes and have never voted, they accept me as an anarchist. And I in turn, can see Christ in them even though they deny Him, because they are giving themselves to working for a better social order for the wretched of the earth."
  11. Anarchist FAQ – A.3.7 Are there religious anarchists? , "Tolstoy's ideas had a strong influence on Gandhi, who inspired his fellow country people to use non-violent resistance to kick Britain out of India. Moreover, Gandhi's vision of a free India as a federation of peasant communes is similar to Tolstoy's anarchist vision of a free society (although we must stress that Gandhi was not an anarchist). The Catholic Worker Movement in the United States was also heavily influenced by Tolstoy (and Proudhon), as was Dorothy Day a staunch Christian pacifist and anarchist who founded it in 1933."
  12. Reid, Stuart (8 September 2008) Day by the Pool დაარქივებული 2010-10-26 საიტზე Wayback Machine. , The American Conservative
  13. Day, Dorothy.On Pilgrimage – February 1974 დაარქივებული 2012-10-06 საიტზე Wayback Machine. , "The blurb on the back of the book Small Is Beautiful lists fellow spokesmen for the ideas expressed, including "Alex Comfort, Paul Goodman and Murray Bookchin. It is the tradition we might call anarchism." We ourselves have never hesitated to use the word."
  14. "Charles-Auguste Bontemps" at Ephemeride Anarchiste
  15. "BONTEMPS Auguste, Charles, Marcel dit « Charles-Auguste » ; « CHAB » ; « MINXIT »" at Dictionnaire International des Militants Anarchistes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-04. ციტირების თარიღი: 2020-05-22.
  16. Lacaze-Duthiers, L'Ideal Humain de l'Art, pp.57–8.
  17. Guerin, Cedric. Pensée et action des anarchistes en France: 1950–1970. Public Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2007. ციტირების თარიღი: 31 August 2013.
  18. "ARRU, André (SAULIÈRE Jean, René, Gaston dit)" at Dictionnaire des Militants Anarchistes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-23. ციტირების თარიღი: 2020-05-22.
  19. "André Arru (aka Jean-René Sauliere)" at "The Anarchist Encyclopedia: A Gallery of Saints & Sinners". Recollectionbooks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2012. ციტირების თარიღი: 29 September 2012.
  20. Courte biographie (1ère partie). Raforum.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 January 2014. ციტირების თარიღი: 29 September 2012.
  21. 21.0 21.1 2A.3 What types of anarchism are there?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 1 July 2013
  22. ანარქო პაციფიზმი. „ანარქისტული ბიბლიოთეკა“ დაარქივებული 2020-10-01 საიტზე Wayback Machine. .