ანაბასი
ანაბასი (ლათ. Anabas testudineus, სინ. Anabas scandens) — თევზი ანაბასისებრთა ოჯახისა. მურა-მწვანე ფერისაა. მუცელი მოყვითალო აქვს. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. გვხვდება ინდოეთის, მიანმარის, ინდონეზიისა და ფილიპინის კუნძულების მტკნარ წყალსატევებში. ანაბასის ატმოსფერული ჰაერით სუნთქვა შეუძლია, ხშირად გამოდის ხმელეთზე და ფარფლების დახმარებით მოძრაობს, ზოგჯერ კი ხეზე ასვლასაც ახერხებს. წყალსატევის ამოშრობის შემთხვევაში ანაბასი მასობრივად გადადის ახალში. უწყლოდ ძლებს 6-8 საათს.
ანაბასი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Anabas testudineus | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 166543 | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 419.