ანაბა
ანაბა (არაბ. عنابة, ‘Annābah), 1830–1963 წლებში ბონი (ფრანგ. Bône) — უდიდესი ქალაქი და ნავსადგური ჩრდილო-აღმოსავლეთ ალჟირში. ანაბის პრივინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანაბის ყურეში, ჯებელ-ედუგის მთის ძირში.
ქალაქი | |
---|---|
ანაბა არაბ. عنابة ფრანგ. Annaba | |
ქვეყანა | ალჟირი |
კოორდინატები | 36°54′00″ ჩ. გ. 7°46′00″ ა. გ. / 36.90000° ჩ. გ. 7.76667° ა. გ. |
ფართობი | 49 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 3±1 მეტრი |
მოსახლეობა | 257 359[1] კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 23000 |
2008 წლის მონაცემებით ქალაქში 257 359 ადამიანი ცხოვრობს.[1] ის არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრი. სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი.
ანაბაში არის სუპერფოსფატის, გოგირდმჟავას, საღებავების წარმოება; ვაგონთმშენებელი სახელოსნოები, თამბაქოს ქარხანა, ზეთსახდელი, საპნის, საკონსერვო ქარხნები, წისქვილები, მეტალურგიული ქარხანა.
ქალაქის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ხიდი, ბუ მერუანის მეჩეთი. ანაბას მახლობლად ძველი ქალაქის — ჰიპონის ნანგრევებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 415.