ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა
ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus hermanni) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა, ბინადრობს მდინარე ამუდარიის აუზში. დამახასიათებელია გრძელი და ვიწრო დინგი, პატარა თვალები. ფარეკლებს მოკლებულია. სხეულის სიგრძე აღწევს 27 სმ-მდე. მტკნარი წყლის თევზია. გვხვდება მხოლოდ მდინარეთა კალაპოტებზე. იკვებება მწერების ლარვებითა და თევზის ქვირითით. ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა მეცნიერთათვის ცნობილი გახდა დაახლოებით 100 წლის წინ. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pseudoscaphirhynchus hermanni (Kessler, 1877) | |||||||||||||||
სინონიმები[1][2] | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 18600 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017
- ↑ Acipenseridae. Deeplyfish- fishes of the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017