Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

ამირინდო ავთანდილის ძე ამილახვარი(გ. თებერვალი, 1772) — ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე.

1735 წლიდან იყო ამილახორი. მხარს უჭერდა თეიმურაზისა და ერეკლე II-ის ქართლში გამეფებას. რამდენიმეჯერ დაკარგა ამილახორობა, მაგრამ საბოლოოდ დაიბრუნა იგი 1765 წლის შემდეგ. იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.

ლიტერატურარედაქტირება

  • კარბელაშვილი პ., ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 2, ტფ., 1913