ამირან ლაბარტყავა

1942-1946 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში

ამირან ლაბარტყავა (დ. 6 მაისი, 1925, მუხურჩა, მარტვილის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი.

1952 წლიდან მუშაობდა ინჟინრად საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, უფროს ინჟინრად; 1955 წლიდან № 4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1959-1966 წლებში საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაერთიანება „საქფრინველმრეწვის“ თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში. 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციას, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს. რამდენიმე ტექნიკური სახელმძღვანელოს ავტორი, ადგილობრივი საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, თბილისის ვაკის რაიონის ვეტერანთა საბჭოს წევრი (1998). საბრძოლო და შრომითი დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო სამამულო ომის I-II ხარისხის ორდენებითა და მედლებით და საპატიო სიგელებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება