პაპუნა ამილახვარი
(გადამისამართდა გვერდიდან ამილახვარი, პაპუნა)
პაპუნა იოთამის ძე ამილახვარი (გ. 1625) — XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი, გორის მოურავი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაცოლად ჰყავდა სიმონ I-ის ასული თამარი. 1605 წელის ოქტომბერში ქართლის მეფის გიორგი X-ის ბრძანებით დაეხმარა დედოფალ ქეთევანს ტახტის მიმტაცებელ კონსტანტინეს წინააღმდეგ ბრძოლაში. პაპუნა ამილახვარი დაამდაბლა ბაგრატ VII-მ. 1614 წელს ამილახვრობა აბას I-მა უბოძა ანდუყაფარ ბარძიმის ძეს. პაპუნა ამილახვარმა მარტყოფის ბრძოლის დროს მხარი დაუჭირა აჯანყებულ ქართველებს და ანდუყაფარი დააპატიმრებინა. პაპუნა ამილახვარი ანდუყაფარმა მოაკვლევინა ქსნის ერისთავმა იესეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 392.
- კარბელაშვილი პ., „ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები“ // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 101-138.