ამენემჰეტ I-ის დარიგებანი

ამენემჰეტ I-ის დარიგებანიძველი ეგვიპტის ლიტერატურის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლი. შეადგინა მწერალმა ახტოიმ ფარაონ ამენემჰეტ I-ის სახელით. ამენემჰეტ I-ის დარიგებანი ეგვიპტის შუა სამეფოს (ძვ.წ. 2000-1700) დროინდელი პოლიტიკური ტრაქტატია. ხოტბას ასხამს ფარაონს — ქვეყნის ერთიანობის აღმდგენელს. მისი კეთილდღეობის ბურჯს. ნაწარმოები მიეძღვნა ამენემჰეტ I-ის მემკვიდრეს — სენუსერტ I-ს, რომელსაც ფარაონი არიგებს, მოერიდოს ქვეშევრდომთ, რათა მსხვერპლი, როგორც ჩანს, თვით ამენემჰეტ I გამხდარა.

ლიტერატურა რედაქტირება