ვაჰრამაშენი

(გადამისამართდა გვერდიდან ამბერდის ეკლესია)

ვაჰრამაშენი (სომხ. Վահրամաշեն) ასევე ცნობილია, როგორც ამბერდის ეკლესია (სომხ. Ամբերդի եկեղեցին) — ეკლესია სომხეთში. მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციაში, არაგაწის მთის მახლობლად.

ვაჰრამაშენი
ვაჰრამაშენი — სომხეთი
ვაჰრამაშენი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°23′15″ ჩ. გ. 44°13′43″ ა. გ. / 40.38750° ჩ. გ. 44.22861° ა. გ. / 40.38750; 44.22861
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
მუნიციპალიტეტი არაგაწოტნის პროვინცია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუბათოვანი
თარიღდება XI საუკუნე
დეტალები

ვაჰრამაშენის ეკლესია დაარსდა XI საუკუნეში, ამბერდის ციხესიმაგრის მახლობლად. ციხესიმაგრეც და ეკლესიაც მდებარეობს მთაზე, მდინარეების ამბერდისა და არკაშენის შეერთების ადგილთან ახლოს. ციხესიმაგრეც და ეკლესიაც პაჰლავუნების მფლობელობაში იყო. 1070-იან წლებში ციხესიმაგრეს თურქ-სელჩუკები დაეპატრონენ. 1193 წელს, ქართველთა ერთიანმა არმიამ ზაქარია მხარგრძელისა და მისი ძმის ივანე ათაბაგის მეთაურობით გაათავისუფლა [1] და მხარგრძელების მფლობელობაშია XI-XII საუკუნეების განმავლობაში. 1236 წელს მონღოლებმა დაიპყრეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, თბ., 2008, გვ., 354
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: